სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების სამინისტრო უზნაძის ქუჩაზე აღარ იქნება - „სამთავრობო ქალაქი“ არსენალის მთაზე აშენდება
10-12-2025
-
+


მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა ბაზრის კვლევა, რომელიც „სამთავრობო ქალაქის“ გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადების მომსახურების შესყიდვას ითვალისწინებს, ჩუღურეთის რაიონში, გედევანიშვილის ქუჩაზე (ყოფილი „არსენალის მთა“) მდებარე ტერიტორიაზე.

უფრო კონკრეტულად კი, საუბარია კუკიის ძმათა სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე - 77 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია.

დოკუმენტში საუბარია პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციისა და სამინისტროების გადატანაზე:

პარლამენტის შენობა, ფართით არანაკლებ 31,350 მ²

მთავრობის ადმინისტრაციის შენობა, ფართით არანაკლებ 7,000 მ²

ღონისძიებების დარბაზი, ფართით არანაკლებ 10,000 მ²

საგარეო საქმეთა სამინისტრო, ფართით არანაკლებ 7,500 მ²

ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 20,700 მ²

რეგიონული განვითარების სამინისტრო, ფართით არანაკლებ 3,200 მ²

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 51,900 მ²

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ფართით არანაკლებ 23,800 მ²

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 47,400 მ²

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ფართით არანაკლებ
7,600 მ²

კულტურის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 3,600 მ²

თბილისის მერია, ფართით არანაკლებ 59,900 მ²

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ფართით არანაკლებ
7,000 მ²

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ფართით არანაკლებ 1,800 მ²

სამეურნეო/დამხმარე ფუნქციის მქონე შენობა-ნაგებობები.

არქიტექტურული კომპანიებისგან ბაზრის მოკვლევაზე შესაბამისი პასუხის მიღების შემდეგ მთავრობამ პროექტის დასაწყებად შესაძლოა განაშენიანების რეგულირების გეგმა მუნიციპალიტეტს შეუთანხმოს, შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ კი შესაძლოა მისი განხორციელება დაიწყოს. ამ დროისთვის პროექტი 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული არაა.

ბაზრის მოკვლევა 23 დეკემბერს სრულდება და ჯერჯერობით უცნობია, რა თანხა შეიძლება დაჯდეს ეს პროექტი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება