სიახლეები
სიახლეები

„ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, გადახედოს ამ საგანმანათლებლო თვალსაზრისით მავნე წინადადებას“ - მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები კობახიძეს
18-12-2025
-
+


მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მოუწოდებენ, გადახედოს უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციას. ვინაიდან ცვლილებები არათუ გააუმჯობესებს, განათლების ხარისხს, არამედ გაზრდის ხელისუფლების კონტროლს უმაღლეს საგანმანათლებლო სექტორზე.

წერილში, ვკითხულობთ:

„16 ოქტომბერს თქვენ გამოაცხადეთ უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმის კონცეფცია, რომელიც შვიდი ძირითადი კომპონენტისგან შედგება. ამ დოკუმენტსა და თქვენს გამოსვლაში თქვენ და თქვენი მთავრობა არწმუნებთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ ეროვნული რეფორმის კონცეფცია გააუმჯობესებს საქართველოს უმაღლესი განათლების ეფექტიანობასა და ხარისხს და ხელს შეუწყობს სტუდენტებისთვის თანაბარ ხელმისაწვდომობას.

ჩვენ ვეთანხმებით იმას, რომ ქართულ უმაღლესი განათლების სისტემაში დიდი ხანია, არსებობს პრობლემები: უნივერსიტეტები და ინსტიტუტები განიცდიან რესურსების ნაკლებობას (2025 წელს საქართველოს მთავრობის ხარჯები უმაღლეს განათლებაზე მშპ-ს 0,3%-ს შეადგენდა); აკადემიური პერსონალის ანაზღაურება დაბალია, რის გამოც ისინი იძულებულნი არიან ორ-სამ ადგილას იმუშაონ ოჯახების გამოსაკვებად; მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კვლევითი და სამეცნიერო ლაბორატორიები პრაქტიკულად აღარ არსებობს; ხოლო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა შორის უმუშევრობა ყოველწლიურად სტიმულირებას უკეთებს მასობრივ ემიგრაციას საზღვარგარეთ.

ის ზომები, რომლებიც თქვენ წარმოადგინეთ უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმის კონცეფციაში, ამ პრობლემებიდან ვერც ერთს ვერ აგვარებს.

პირიქით, ისინი გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე. ხელმძღვანელ პირებად დანიშნულები იქნებიან მთავრობისადმი დაქვემდებარებული რექტორები და ადმინსტრატორები. უნივერსიტეტის ავტონომია და მასთან ერთად მასთან ერთად აკადემიურ პროგრამებსა და სასწავლო გეგმებზე ფაკულტეტის კონტროლი მნიშვნელოვნად შესუსტდება.

კიდევ უფრო შემცირდება უნივერსიტეტის ბიუჯეტები და რეორგანიზაციის ფარგლებში განსხვავებული აზრის მქონე პროფესორ-მასწავლებლების გათავისუფლება უფრო ადვილი გახდება.

„რეფორმა“ საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის. კარგად ფუნქციონირებადი უნივერსიტეტის სისტემა, რომელიც მოიცავს კრიტიკულ აზროვნებას, თვითმმართველობას, აკადემიურ თავისუფლებას, კარგად დაფინანსებულ კვლევის შესაძლებლობებს და საერთაშორისო გაცვლას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ეკონომიკის ზრდისთვის.

უნივერსიტეტების გარეშე, სადაც ინფორმაცია თავისუფლად გაზიარდება და კვლევა თავისუფლად წარიმართება, საქართველოს ეკონომიკა ვერ აყვავდება.

​ჩვენ ვართ საერთაშორისო მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან და ჩვენ შეშფოთებულნი ვართ თქვენი მთავრობის მიერ გატარებული სხვა ღონისძიებებით, რამაც გამოიწვია აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების დაპატიმრება იმის გამო, რომ ისინი მშვიდობიანად იცავდნენ თავიანთ უფლებებს.

თქვენ მიერ შემოთავაზებული უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმის კონცეფცია არა მხოლოდ გააუქმებს საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს, არამედ შეზღუდავს თქვენი მოქალაქეების პერსპექტივებს – თქვენ არჩეული ხართ, რათა მათ წარმოადგენდეთ. უმაღლესი განათლება სახელმწიფოს აძლევს ჩართულ მოქალაქეებსა და პროფესიონალებს, რომლებიც მშრომელ ხალხთან ერთად უზრუნველყოფენ ქვეყნის გადარჩენასა და კეთილდღეობას სულ უფრო მზარდ კონკურენტულ გლობალურ წესრიგში.

ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, გადახედოს ამ საგანმანათლებლო თვალსაზრისით მავნე წინადადებას და ითანამშრომლოს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა გატარდეს რეალური რეფორმა, რომელიც გააუმჯობესებს საქართველოს მოქალაქეებისა და მათი შვილების ცხოვრებას“.

განცხადებას ხელს აწერენ ჰარვარდის, მიჩიგანის, კემბრიჯის, ოქსფორდის, კოლუმბიის, ვესტმინსტერის და სხვა დასავლური უნივერისტეტების პროფესორები. ხელმომწერთა რაოდენობა ამ ეტაპზე 65-ია და იზრდება - იხილეთ წერილი.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“ 

9 იანვარი ბოლო დღეა - სემესტრულ შეფასებებთან დაკავშირებით emis დეტალურ რეკომენდაციას ავრცელებს

ტესტირება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩატარდება

„საკვებს აღენიშნებოდა მძაფრი, უსიამოვნო სუნი... გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა“

გილოცავთ ბარბარობას! ლოცვა, რომელიც ყველა მორწმუნემ უნდა წარმოთქვას

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა, პედაგოგ ლიანა ქსოვრელთან ერთად, ყურადღება გაამახვილეს საყოფაცხოვრებო ნივთიერებებსა და მათ უსაფრთხოებაზე

ვიქტორინაში მონაწილეობდნენ V, VI, VII, VIII კლასების მოსწავლეები

მოსწავლეებმა დამდეგი ახალი წელი უკვე იზეიმეს და ერთმანეთსა და სასკოლო საზოგადოებას საოცარი ემოციები აჩუქეს

მოსწავლეებმა ქართული ენის გაკვეთილზე  საინტერესო და სახალისო დავალება შეასრულეს

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება