სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი, კონკურსი

„ეტალონის“ ინგლისური ენის ოლიმპიადის აბსოლუტური ჩემპიონები გამოვლინდნენ
06-12-2025
-
+


„ეტალონის“ და izrune.ge-ს  ერთობლივი ოლიმპიადების ფარგელბში, 2-3 დეკემბერს ინგლისური ენის ოლიმპიადა გაიმართა. ოლიმპიადა ონლაინ რეჟიმში izrune.ge-ს ტექნოლოგიური პლატფორმის გამოყენებით ჩატარდა.  

ცოდნის შესამოწმებლად და გამოსავლენად, ოლიმპიადაში მოსწავლეები მთელი საქართველოდან ჩაერთნენ. მათ შორის კი ყველაზე მაღალქულიანები გამოვლინდნენ და აბსოლუტური ჩემპიონების ტიტული მოიპოვეს. აბსოლუტური ჩემპიონების წარმატების საამაყო დიპლომები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. 

აღსანიშნავია, რომ ინგლისური ენის ოლიმპიადა შედგებოდა უცხოური ენების ფლობის საერთო ევროპული კომპეტენციების ფარგლებში აღიარებული 5 დონისგან:
1 - A1 Level (Beginner) - დამწყები 
2 - A2 Level (Elementary) - ენის საბაზისო ცოდნა
3 - B1 Level (Intermediate) - საშუალო დონე
4 - B2 Level (Upper-Intermediate) - საშუალოზე მაღალი დონე
5 - C1 Level (Advanced) - მაღალი დონე

ოლიმპიადაში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით პატარა თუ დიდი, კერძო თუ საჯარო, ქალაქისა თუ სოფლის სკოლის ასეულობით მოსწავლემ მიიღო. თითოეული მათგანი უკვე წარმატებულია, რადგან ცოდნის მიღების მოტივაციით ადგანან დიდი წარმატებების გზას !

მოსწავლეთა ნაწილის წარმატების სიგელები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

უკვე ცნობილია, მაღალქულიანი ათეულების ვინაობაც. მათი წარმატების დიპლომები იხილეთ: ბმული1, ბმული2 და ბმული3

აღსანიშნავია, რომ გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები:

·      განათლების და მეცნიერების სამინისტროში

·      სკოლაში

საგნობრივ ოლიმპიადაზე რეგისტრაცია კი შესაძლებელია, ამ სეზონის ფინალურ მათემატიკის ოლიმპიადა-ზე. 

ტესტის დასრულებისთანავე ყველა მონაწილე მიიღებს სპეციალურ სახელობით ონლაინ სიგელს. 

აღსანიშნავია, რომ ინგლისური ენის ოლიმპიადამდე, შემოდგომის სეზონზე ასევე გაიმართა: ქართული ენისა და ლიტრატურის და ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადები. 

 დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ „ეტალონის“ FB გვერდზე

„ეტალონი“ ურყევად აგრძელებს, საგანმანათლებლო პროექტებით, მომავალი თაობების განათლების და ინტელექტის სადარაჯოზე ყოფნას !

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება