სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„შსს აკადემიას ახალი საბაკალავრო პროგრამა დაემატება, ჩარიცხულ აბიტურიენტებს ექნებათ დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებაზე“ - მინისტრის მოადგილის განმარტება
08-12-2025
-
+


პოლიციის შესახებ კანონში ცვლილებები შედის - კანონპროექტის თანახმად, პოლიციის აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ხდება.

კანონპროექტი შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტში წარადგინა და მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრისას განმარტა, რომ დაინერგება სრულიად ახალი საბაკალავრო პროგრამა, ჩარიცხული სტუდენტები მიიღებენ რიგითის წოდებას და ექნებათ „დაშვება“ სახელმწიფო საიდუმლოებაზეც:

„ცვლილება შსს სისტემაში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობის გააჩენს... შსს-ს აკადემიას ექნება საშუალება, განახორციელოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა. საუბარია სრულიად ახალ სპეციალობაზე, ესაა - „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“. ის არც ერთ უნივერსიტეტში არ ისწავლება და პირველები ვიქნებით; შედეგად პოლიციელებს ექნებათ მაღალი კვალიფიკაცია, რათა საკუთარი ფუნქციები განახორციელონ.

ჩარიცხული აბიტურიენტი მიიღებს პოლიციის რიგითის წოდებას, მას შეიძლება ჰქონდეს დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებაზე, გაივლის სპეციალურ ფიზიკურ, ტაქტიკურ, საცეცხლე მომზადებას და სპეციალურ სასწავლო საგნებს... სახელმწიფო უზრუნველყოფს მათ საცხოვრებლით, უნიფორმით, კვებით და ეს სასწავლო წლები ჩაეთვლებათ ნამსახურეობაში. აღნიშნული პირები განაგრძობენ მუშაობას შსს-ს სისტემაში, მიენიჭებათ ლეიტენანტის წოდება და ექნებათ ვალდებულება, გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმსახურონ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. საუბარია სავარაუდოდ 5-წლიან ვადაზე და თუ პირი ადრე დატოვებს სისტემას, მას მოუწევს იმ ხარჯების ანაზღაურება, რომელიც სახელმწიფომ გაწია.

ეს იქნება მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს საჭიროებებზე მორგებული საბაკალავრო პროგრამა და სწავლა იქნება უფასო“, - განმარტა შს მინისტრის მოადგილემ.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პედაგოგების საგამოცდო შედეგები არადამაკმაყოფილებელი იყო, ამიტომ ცვლილებები გადავადდა“

ანტირეკორდი ეროვნულ გამოცდებზე - საგანი, სადაც ყველაზე მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრა

9 სექტემბერი უქმე დღეა - მასწავლებლები პირისპირ ტრენინგებს 5-დან 13 სექტემბრის ჩათვლით გაივლიან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
ლესიჭინეს თემის N2 საჯარო სკოლა დირექტორს, რუსუდან ლაშხიას დაბადების დღეს ულოცავს 
 

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება