სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

1 სპეციალობა, 1 უნივერსიტეტი - შეზღუდვა და ცვლილებები აბიტურიენტებისთვის პარლამენტმა დაამტკიცა
11-12-2025
-
+


საქართველოს მთავრობას ენიჭება დელეგირება, განსაზღვროს ორი მთავარი პარამეტრი, პირველი: სტუდენტების კვოტირების საკითხი - სტუდენტების რაოდენობის კვოტირება მოხდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ის დაეფუძნება შრომის ბაზრის მოთხოვნებს; მეორემთავრობა, მის საკუთრებაში არსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტებში გეგმავს, განსაზღვროს, ის კონკრეტული მიმართულებები, რომელიც მისთვის იქნება მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების წარდგენისას პარლამენტში განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ. ცვლილებები პარლამენტმა უკვე დაამტკიცა, რაც ნიშნავს, რომ გაუქმდა სახელმწიფო საგრანტო დაფინანსება და უმაღლესები სწავლების 3+1+1 მოდელზე გადავლენ, თუმცა გაბისონიას განმარტებით, ცვლილებები 2026 წელს მისაღებ სტუდენტთა ჯამურ რაოდენობას არ შეეხება:

საშუალოდ 150 ათასამდე სტუდენტს იღებდნენ სახელმწიფო თუ კერძო უმაღლესი სასწავლებლები და 2026 წელსაც ეს რაოდენობა უცვლელი დარჩება“, - დასძინა მან.

კონკრეტულად, რა იცვლება უმაღლესი განათლების მიმართულებით: 

დაინერგება დაფინანსების ახალი სისტემასაქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ - საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილისაქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესისა და პირობებისშესაბამისად;

საუნივერსიტეტო სისტემაში დაინერგება 3+1+1 სისტემა, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი - მაგისტრატურას;

საქართველოს მთავრობა: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით უნივერსიტეტებს განუსაზღვრავს იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმი) ჩამონათვალს, რომლის განხორციელების უფლებაც ექნებათ; ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით ყოველწლიურად დაამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდებით, ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმი) მიხედვით;

ონლაინუნივერსიტეტის კონცეფციის/მოდელისა და სტანდარტის შემუშავების ვადა გადაიწევს 2028 წლის 01 იანვრამდე.

დოკუმენტიდან ნათლად ჩანს, რომ:

1. აბიტურიენტები (2026 წელს მაინც), ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხებიან უმაღლეს სასწავლებლებში;

2. კვლავ რჩება კატეგორია, რომელიც სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უგამოცდოდ მოხვდება;

3. აღნიშნული კანონპროექტი არ ითვალისწინებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატის ცვლილებას.

მინისტრის მოადგილემ ისიც განმარტა, რომ ერთ ფაკულტეტს სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტში ვერ აირჩევს აპლიკანტი, ხოლო კერძო უმაღლესებში არანაირი შეზღუდვა არ იარსებებს:

სპეკულაციებია, თითქოს ჩვენ გარკვეული ტიპის შეზღუდვებს ვითვალისწინებთ, ნორმატიულ აქტებში მსგავსი ტიპის ცვლილება გათვალისწინებული არ არის.

დღეს არსებული მოდელის მიხედვით, თბილისში არის ხუთი იურიდიული ფაკულტეტი, ხუთიეკონომიკის ფაკულტეტი... ვგულისხმობ სახელმწიფო უნივერსიტეტებს: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს... არსებული მოდელითსტუდენტს შეუძლია აირჩიოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც, საქართველო ტექნიკური უნივერსიტეტიც...

ასეთი მოდელი შეიზღუდება, რადგან მოვახდენთ აღნიშნული 5 იურიდიული ფაკულტეტის ერთ ფაკულტეტად, ერთ პროგრამად გაერთიანებას. ეს მთავრობის მიერ დადგენილ კონცეფციაში წერია“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სკოლების სია, რომლებშიც სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება - რეგისტრაციის ვადები ცნობილია

სტატუსი მიენიჭა 400-ზე მეტ მასწავლებელს - უფროსი, წამყვანი, მენტორი და უსტატუსო პედაგოგების სტატისტიკა საჯარო სკოლებში

2023-2024 და 2024-2025 სასწავლო წლების 7 ათასზე მეტ მედალოსანს სერტიფიკატი დღემდე არ მიუღია

მასწავლებლის სახლმა კადრების შერჩევა დაიწყო - ანაზღაურება და კონკურსის დეტალები ცნობილია

მეორადი ჩარიცხვები ჩაჭრილ აბიტურიენტებსაც შეეხებათ თუ არა - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება