| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კლასის ხელმძღვანელის შესახებ ყველამ ვიცით, მაგრამ ტუტორის შესახებ ცოტა რამ თუ გვსმენია. ასეთ პოზიციას საქართველოში კერძო სკოლებში თუ შეხვდებით.
ტუტორი (Tutor) დამრიგებლისგან განსხვავებული კონცეფციაა, რომელიც დასავლეთ ევროპის ქვეყნებშია გავრცელებული, განსაკუთრებით კი დიდ ბრიტანეთში.
ტუტორის ფუნქცია უფრო პიროვნულ-აკადემიური მენტორობაა, ვიდრე კლასის მართვა.
ტუტორი ინდივიდუალურად ეხმარება მოსწავლეს სასწავლო პროცესში (როგორ ისწავლოს, როგორ დაგეგმოს დრო, როგორ გააუმჯობესოს აკადემიური შედეგი);
მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ტუტორი არის მასწავლებელი, რომელიც ერთდროულად რამდენიმე მოსწავლისთვისაა პირადი კურატორი.
მთავარი განსხვავება კი ის არის, რომ საქართველოში არსებული პრაქტიკით კლასის ხელმძღვანელი (დამრიგებელი) მუშაობს ჯგუფთან, აქვს პასუხისმგებლობა დისციპლინასა და აღზრდაზე და კლასის საერთო ცხოვრებას მართავს. ტუტორი კი პირადი მენტორია, რომელიც კონკრეტულ მოსწავლესთან მუშაობს.
ტუტორის კონცეფცია პირველად ბრიტანულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში გაჩნდა. ინოვაცია ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებში 1800-იან წლებში წარმოიშვა და მოგვიანებით ფართოდ გავრცელდა ინგლისურ სკოლაშიც.
დღესდღეობით, მსოფლიოს პრესტიჟული კერძო სკოლები იყენებენ ტუტორების საქმიანობას იმისთვის, რომ მოსწავლეთა შესაძლებლობები და პოტენციალი განავითარონ და მათ მაღალი აკადემიური შედეგების მიღწევაში დაეხმარონ.
ბრიტანულ კერძო სკოლებში, ისევე როგორც უნივერსიტეტებში, ტუტორები აკადემიური გუნდის ყველაზე გამოცდილი წევრები ხდებიან: მოქმედი მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ითვლება, რომ რეპეტიტორის ფუნქციების შესასრულებლად საჭიროა პედაგოგიური განათლება, სწავლების გამოცდილება და სასწავლო პროცესის ბევრი ნიუანსის ცოდნა.
ბრიტანეთის კერძო სკოლებში ტუტორის პროფესიული გამოცდილებისადმი მაღალი მოთხოვნები აიხსნება იმ რთული და საპასუხისმგებლო ამოცანების ფართო სპექტრით, რომლებიც მან უნდა შეასრულოს: ის ეხმარება მოსწავლეებს ახალ გარემოსთან ადაპტაციაში, ოპტიმალური სასწავლო გეგმის შექმნაში, საგანმანათლებლო პროგრამისა და უნივერსიტეტის არჩევაში, ასევე უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხად სტრატეგიის შემუშავებაში. გარდა ამისა, ის თვალყურს ადევნებს მოსწავლის პროგრესს და სირთულეების შემთხვევაში ცვლის სასწავლო სტრატეგიას. ის ასევე უზრუნველყოფს ემოციურ მხარდაჭერას და მოსწავლეს ყოველდღიურ დავალებებშიც ეხმარება. ტუტირთან შეხვედრები, როგორც წესი არაფორმალურ გარემოში მიმდინარეობს, კომუნიკაცია კი ყოველთვის მეგობრულია.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სასკოლო ფორმების გაყიდვა 2 ნოემბრიდან დაიწყება
„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა