სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

9 იანვარი ბოლო დღეა - სემესტრულ შეფასებებთან დაკავშირებით emis დეტალურ რეკომენდაციას ავრცელებს
18-12-2025
-
+


განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ელექტრონულ ჟურნალში მონაცემთა რედაქტირების ბოლო ვადას ასახელებს და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს დეტალურ ინსტრუქციას სთავაზობს სემესტრულ შეფასებებთან დაკავშირებით. წერილს უცვლელად გიზიარებთ:

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის საყურადღებოდ!

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 29 დეკემბერს სრულდება 2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრი. სემესტრის დასრულების შემდგომ, 9 იანვრის ჩათვლით (11 კალენდარული დღე), შესაძლებლობა გექნებათ, საჭიროებისამებრ უზრუნველყოთ ელექტრონულ ჟურნალში არსებული მონაცემების რედაქტირება!

გთხოვთ, სემესტრის დასრულებამდე, გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ რეკომენდაციებს, რათა სწორად განხორციელდეს ელექტრონული ჟურნალის წარმოება და სემესტრის უხარვეზოდ დასრულება.

მოსწავლეების გადანაწილება განაყოფებში

თუ განაყოფის მასწავლებელს, ელექტრონულ ჟურნალში არ უჩანს განაყოფის მოსწავლე ან/და უჩანს მთლიანი კლასის მოსწავლეების სია, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოთ სკოლის ადმინისტრაციას, ვინაიდან, ინფორმაციას ელექტრონული ჟურნალი იღებს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან (eSchool). იმ შემთხვევაში თუ ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) განაყოფები სწორედ არის შედგენილი და ჟურნალის მხარეს ფიქსირდება ხარვეზი, გთხოვთ, დროულად მოგვმართოთ ხარვეზის გამოსწორების მიზნით.

საგნის შეფასების ტიპი (განმავითარებელი, განმსაზღვრელი)

მნიშვნელოვანია ელექტრონულ ჟურნალში სწორად იყოს განსაზღვრული საგნის შეფასების ტიპი. მაგალითად, თუ საგანი უნდა შეფასდეს განმავითარებელი კომენტარით ან ჩათვლით, მნიშვნელოვანია ელექტრონულ ჟურნალშიც ასახული იყოს შესაბამისი შეფასება, რათა არ მოხდეს სემესტრული და წლიური შეფასებების არასწორად ასახვა. ამასთან, გთხოვთ, შემაჯამებლის, საკლასო და საშინაო დავალების ქულის ასახვის დროს, ყურადღება მიაქციოთ, რომ მონიშნული იყოს ღილაკი „მონაწილეობს სემესტრული ნიშნის გამოთვლაში“, წინააღმდეგ შემთხვევაში, სემესტრული და წლიური ნიშნის გამოყვანის დროს აღნიშნული შეფასება არ იქნება გათვალისწინებული.

სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან მობილობით გადმოსული მოსწავლის მონაცემების ასახვა ელექტრონულ ჟურნალში

შეგახსენებთ, რომ მობილობით გადმოსული მოსწავლის/მოსწავლეების ელექტრონულ ჟურნალში ასახვა ხდება „მოსწავლის ბარათის“ მოდულიდან, სადაც „+“ ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, შესაძლებელის მოსწავლის შესახებ სრული ინფორმაციის დამატება. შეუფასებელი შემაჯამებელი მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციამ ყურადღება მიაქციოს სემესტრის ბოლოს კონკრეტული კლასისა და საგნის ჭრილში არსებობს თუ არა შეუფასებელი შემაჯამებელი. შეუფასებელი შემაჯამებლების დეტალური დათვალიერებისთვის გადადით მოდულში „მონაცემები“ და აირჩიეთ ბარათი „შეუფასებელი მოსწავლის რეპორტი“.

რეპორტის პარამეტრებში შესაძლებელია:

▪ სასურველი პერიოდის მითითება;

▪ იმ მოსწავლეთა სიის ნახვა, ვისაც კონკრეტულ პერიოდში არ მიუღია შეფასება;

▪ მონაცემების გაფილტვრა სკოლის, კლასისა და საგნის მიხედვით.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება