სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„არანაირი გამოცდის ჩაბარება აღარ იქნება საჭირო! გამოცდები დიდი სტრესი იყო პედაგოგებისთვის“ - მახარაშვილი სტატუსებსა და მასწავლებელთა ახალ სქემაზე
09-12-2025
-
+


იდენტიფიცირდა გამოწვევები, რომელსაც სამინისტრო თვალს უსწორებს, - განაცხადა სატელევიზიო ეთერში განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციაზე საუბრისას და ისიც აღნიშნა, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემა იანვარში დამტკიცდება.

„რეფორმის წარმატებაზე ვერ ვისაუბრებთ, თუკი ჩვენი მთავარი ელჩები - მასწავლებლები, არ იქნებიან აღჭურვილნი შესაბამისი კომპეტენციით. ყველა მასწავლებელს, რა სტატუსიც უნდა ჰქონდეს მას, როგორც კი შედის რეგულირებად პროფესიაში, სჭირდება მხარდაჭერა... იანვრიდან მასწავლებელთა კარიერული განვითარების ახალი სქემა შედის ძალაში და გეტყვით, რა არის მიზანი:

პირველი - მასწავლებლის მთავარი დანიშნულებაა, საკლასო ოთახში ჩაატაროს ხარისხიანი გაკვეთილი და მეორე, ესაა კარიერული განვითარება, რომელიც არ არის სავალდებულო, თუმცა თუ მასწავლებელს სურს შეეხიდოს სკოლას შიდა ხარისხის განვითარებაში, უნდა შევუწყოთ ხელი...

არანაირი გამოცდის ჩაბარება აღარ იქნება საჭირო (გამოცდები დიდი სტრესი იყო პედაგოგებისთვის) - სამი მიმართულებით შეეძლებათ მასწავლებლებს განვითარება. სკოლა აიდენტიფიცირებს, რა მიმართულებით აქვს პრობლემა, შემდეგ უკვე აპლიკანტი ანუ მასწავლებელი, რომელსაც აქვს კარიერული განვითარების სურვილი, აკეთებს განაცხადს, რა მიმართულებით სურს დაეხმაროს სკოლა შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით და ერთი წლის თავზე პრაქტიკაზე ორიენტირებული მიდგომებიდან გამომდინარე, ასევე მოსწავლეების გამოკითხვით, გადაწყდება, როგორ გაართვა თავი დაკისრებულ ფუნქციებს, იმის პარალელურად, რომ, მისი უპირველესი ფუნქცია ხარისხიანი გაკვეთილის ჩატარებაა“, - განმარტა მახარაშვილმა.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება