სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავშირებით სპეციალური კომისია შეიქმნება - ცნობილია შემადგენლობა და უფლებამოსილება
18-12-2025
-
+


მთავრობის განკარგულებით, 2026-2027 სასწავლო წლისთვის, სკოლებისთვის 50 000  ცალი კომპიუტერის შესაძენად, კონსოლიდირებული ტენდერი ჩატარდება, სატენდერო წინადადების წარდგენა კი 2000 ლარი ეღირება. თუმცა, თუ „ტენდერი შეწყდება ან დასრულდება უარყოფითი შედეგით, აღნიშნულიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში, იმავე შესყიდვის ობიექტზე განმეორებით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში, შეწყვეტილ ან უარყოფითი შედეგით დასრულებულ კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტისთვის, წინადადების წარდგენის საფასური განისაზღვროს 200 ლარის ოდენობით“.

დოკუმენტი

ტენდერის ჩატარდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, საკითხს კი ადმინისტრირებას სპეციალური სატენდერო კომისია გაუწევს, რომლის შემადგენლობაც, პრემიერის ხელმოწერილი დოკუმენტით, უკვე განსაზღვრულია:

ა) სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე - სატენდერო კომისიის თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე - სატენდერო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

გ) საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - სატენდერო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

დ) საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე - სატენდერო კომისიის წევრი;

ე) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე - სატენდერო კომისიის წევრი;

ვ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - სატენდერო კომისიის წევრი;

ზ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე - სატენდერო კომისიის წევრი;

თ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - სატენდერო კომისიის წევრი;

ი) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - სატენდერო კომისიის წევრი;

კ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე - სატენდერო კომისიის წევრი;

ლ) სსიპ – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე - სატენდერო კომისიის წევრი.

კონკრეტული ვინაობები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში უნდა გადაეგზავნოს, თავად კომისიას კი მიენიჭა უფლებამოსილება, „განსაზღვრული ვადის განმავლობაში ჩაატაროს ერთი ან რამდენიმე კონსოლიდირებული ტენდერი“.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება