მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი აბაშის საჯარო სკოლაში შექმნილია თანამშრომლობით კულტურა, რომელიც პატივისცემასა და ნდობაზეა დაფუძნებული. აქ მოსწავლე პრიორიტეტია, მისი ინტერესები კი - ყოველთვის გათვალისწინებული.
„მასწავლებელი ორიენტირებული უნდა იყოს თითოეულ მოსწავლესა და მშობელზე“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი რევაზ კორძახია და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს პოზიტიურ ურთიერთობების მნიშვნელობაზე, როგორც მოსწავლეებთან, ისე მშობლებთან და კოლეგებთან.
მისი ხედვით, წარმატებული სასწავლო გარემოს შესაქმნელად მთავარი პირობა ინდივიდუალური მიდგომაა. როგორც თავად ამბობს, თითოეული ბავშვი უნიკალურია, ამიტომ მასწავლებლებმა უნდა იცოდნენ, როგორ მიუდგნენ მათ.
თუ როგორ ემზადება სკოლა ახალი სასწავლო წლისთვის? რას ურჩევდა ახალგაზრდა პედაგოგებს? რა უნარებს ან თვისებებს მიიჩნევს ყველაზე მნიშვნელოვანად პედაგოგის საქმიანობაში? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე etaloni.ge-ს კითხვებს- როგორ ემზადებით სასწავლო წლის დასაწყისისთვის? როგორ ხვდებით პირველკლასელებს? გაქვთ ტრადიციები ან სპეციალური მეთოდები ადაპტაციისთვის?
- იმართება საზეიმო მიღება. კლასის დამრიგებელი პირველკლასელებს ლამაზად მორთულ საკლასო ოთახს ახვედრებს. ტრადიციულად, ყოველ წელს პატარ-პატარა საჩუქრებს ვუკეთებთ, რომ გავახალისოთ პატარები, მოტივაცია მივცეთ და გავუმარტივოთ ადაპტაცია.
- რას ურჩევდით ახალგაზრდა პედაგოგს, ვინც ახლა იწყებს მუშაობას სკოლაში? მოსწავლეებთან და მშობლებთან ურთიერთობაში?
- ყველაზე მთავარია იყოს კომუნიკაბელური, პოზიტიური ბავშვებთან, მშობლებთან და თანამშრომლებთან. ვურჩევ იყოს კოლეგიალური. დამწყები პედაგოგს ტუტორს მივამაგრებდი და მასთან ერთად იმუშავებს.
- რა უნარებს ან თვისებებს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვანად პედაგოგის საქმიანობაში?
- პროფესიონალიზმი, კომუნიკაბელურობა და თანამშრომლობის კულტურა. როგორი კულტურაც არის სკოლაში დამკვიდრებული, იმ კულტურას უნდა მოარგოს და ამგვარად განავითაროს თავისი იდეები.
- როგორ უნდა მოახერხოს დამწყებმა პედაგოგმა თავისი როლის ჩამოყალიბება კლასში? რა იყო თქვენთვის ყველაზე დიდი სირთულე მასწავლებლად მუშაობის დასაწყისში და როგორ გაუმკლავდით?
- მე სპეციალობით პედაგოგი არ ვარ, ეკონომისტი ვარ და დავიწყე ბუღალტრად მუშაობა სკოლაში. 2005 წლიდან მოვყვები, 2011 წელს შემოვიდა ისტ-ის საგანი. როცა სკოლაში შევედი წავაწყდი სირთულეს, იმიტომ რომ ბავშვთა ფსიქოლოგიას არ ვიცნობდი, არ მქონდა გავლილი პედაგოგიკა, ფსიქოლოგია, თანამშრომლები გვერდით დამიდგნენ, დამეხმარნენ, გამოცდილება გამიზიარეს, ურთიერთთანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია.
- როგორია თქვენი ხედვა სკოლის კულტურაზე? როგორ ინარჩუნებთ პოზიტიურ სამუშაო გარემოს?
- ვმუშაობ იმ სკოლაში, სადაც პირველად ფეხი შევდგი 1977 წელს. ეს სკოლა დავამთავრე და ამ სკოლას ვხელმძღვანელობ. ტრადიციებს მივყვებით - რა სასკოლო კულტურაც ჰქონდა ჩემს წინამორბედს, ჩემი მოსწავლეობის დროინდელ ხელმძღვანელს, რაიონის საპატიო მოქალაქეს, დამსახურებულ დირექტორსა და პედაგოგს - ჯემალ გრიგოლიას, მივყვებით ამას, შედეგმა თაობამაც გააგრძელა და მეც ვაგრძელებ უკვე მეცამეტე წელია.
- რა პრინციპებით ხელმძღვანელობთ ახალი პედაგოგების შერჩევისას?
- ჩემთვის პრიორიტეტია, რომ მასწავლებელი იყოს კომუნიკაბელური, რადგან ბავშვი არის ინდივიდი და ინდივიდუალური მიდგომის საჭიროება შეიძლება დადგეს. სსსმ მოსწავლეები გვყავს სკოლებში და მნიშვნელოვანია თუ რა მიდგომები აქვს. ამასთან უნდა იყოს საგნის მცოდნე. დანარჩენი უნარების განვითარებას სკოლაში შეძლებს, ყველა ამოუდგება მხარში.
- როგორ ცდილობთ მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას?
- სკოლაში გვყავს სპეცმასწავლებელი და მისი ასისტენტი. ყოველი წლის დასაწყისში, როდესაც სსსმ მოსწავლეს ვიღებთ, პედაგოგები მშობლებთან ერთად განვიხილავთ საჭიროებებს და ამის საფუძველზე ვადგენთ გეგმას.
- როგორ ამზადებთ გუნდს ახალი სასწავლო წლისთვის?
- სკოლაში თანამშრომლები პირველ სექტემბერს გავდივართ. მანამდე კი ონლაინ-ჩატის დახმარებით ვიგეგმებით. გასული წლის შედეგებს შევაჯამებთ და 2025-2026 წლის სამოქმედო გეგმას გავწერთ. შარშან გვყავდა, მაგალითად, მედალოსანი მოსწავლე, რომელმაც სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა 100%-იანი გრანტით. მუნიციპალური საგნობრივი ოლიმპიადის გამარჯვებულია, ასევე პირველი იყო ბიოლოგიის ოლიმპიადაში საქართველოს მასშტაბით. ასეთი მოსწავლეების აღზრდით მიიღწევა წარმატება.
- როგორ აღიქვამთ ტექნოლოგიების როლს სწავლა-სწავლების პროცესში?
- ძირითადი ტექნოლოგიური ბაზა ისტ-ის საგანს ეკუთვნის. ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორია არ გვაქვს. ისტ-ის ლაბორატორია არის ღია და ყველა კლასისთვის ხელმისაწვდომი, ყველას შეუძლია იმუშაოს. პედაგოგები ხშირად გეგმავენ ინტეგრირებულ გაკვეთილებს ისტ-სა და მათემატიკაში, ისტ-სა და ხელოვნებაში და ა.შ.
- როგორ იქმნება ურთიერთნდობა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის?
- თითოეული მასწავლებელი ორიენტირებული უნდა იყოს თითოეულ მოსწავლესა და მშობელზე. თანამშრომლობითი კულტურით გვაქვს პატივისცემა და ნდობა ერთმანეთის მიმართ.
მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება
2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება
გამოცდების ცენტრში ატესტატების მიტანის ვადა გახანგრძლივდა - რომელ აბიტურიენტებს ეხება მოთხოვნა, ვადები და დეტალები
„ჩემთვის მთავარია ჰარმონია და პატივისცემა სუფევდეს სკოლაში“