სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„პედაგოგს პირველ რიგში ბავშვი უნდა უყვარდეს, ასევე სჭირდება თმენის უნარი“ -  ჯვარის N3 საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე ქარდავა
15-08-2025
-
+


ერთმუშტად შეკრული გუნდი, პროფესიონალი პედაგოგები და გამოცდილების გაზიარება მელიტონ ქანთარიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N3 საჯარო სკოლის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა, რაც მოსწავლეთა ხარისხიანი განათლების საფუძველს ქმნის. დირექტორი ეკატერინე ქარდავა მოსწავლე-მასწავლებელთა დიდი მხარდამჭერი გახლავთ და მათ მიღწევებს ყოველთვის ახალისებს. როგორც სკოლის ხელმძღვანელი აღნიშნავს, პირველ რიგში მასწავლებელს უნდა უყვარდეს ბავშვი, შემდეგ კი ჰქონდეს დიდი მოთმინების უნარი. 

თუ როგორ ემზადება ახალი სასწავლო წლისთვის? რას ურჩევს ახალგაზრდა პედაგოგებს? როგორ ცდილობს მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე etaloni.ge-ს კითხვებს მელიტონ ქანთარიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N3 საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე ქარდავა პასუხობს. 

- როგორ ემზადებით სასწავლო წლის დასაწყისისთვის? როგორ ხვდებით პირველკლასელებს? გაქვთ ტრადიციები ან სპეციალური მეთოდები ადაპტაციისთვის? 

- მოსწავლეთა საზეიმო მიღებას ვაწყობთ, ჰიმნის ფონზე აღვმართავთ დროშას, ბავშვებს სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავთ და დამრიგებლებთან ერთად კლასებში ვაცილებთ. 

- რას ურჩევდით ახალგაზრდა პედაგოგს, ვინც ახლა იწყებს მუშაობას სკოლაში? მოსწავლეებთან და მშობლებთან ურთიერთობაში? რა უნარებს ან თვისებებს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვანად პედაგოგის საქმიანობაში?

- ნებისმიერ პედაგოგს, არა მხოლოდ ახალგაზრდას, სჭირდება ძალიან დიდი მოთმინების უნარი. პირველ რიგში, ბავშვი უნდა უყვარდეს.

- რა პრინციპებით ხელმძღვანელობთ ახალი პედაგოგების შერჩევისას?

- ცხადდება ვაკანსია და გარკვეული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს, რაც ჩამონათვალშია. შემდეგ გასაუბრებით ვხვდებით...

- როგორ ეხმარებით დამწყებ პედაგოგებს პროფესიულად განვითარებაში?

- დამწყებ პედაგოგს ყოველთვის ეხმარება მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგი. მნიშვნელოვანია გაკვეთილებზე ურთიერთდასწრება. ამ კუთხით ჩვენი პედგკოლექტივი სამაგალითოა, ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ. სპეცმასწავლებლებიც საუკეთესოები გვყავს. ეს სკოლის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. 

- როგორ ცდილობთ მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას? 

- ძალიან კარგი რესურსოთახი გვაქვს. კარგად არის აღჭურვილი. ფინანსები არ მენანება ამ კუთხით. ჩვენთან გადამზადებული, გამოცდაჩაბარებული პედაგოგები არიან, მაქსიმალურს აკეთებენ ბავშვების განვითარებისთვის და შედეგსაც აღწევენ. 

- რა არის თქვენი გამოცდილებით ყველაზე ეფექტური მიდგომა მოსწავლეთა და მასწავლებელთა მოტივაციისთვის?

- პედაგოგებისთვის მრავალჯერ მადლობა საჯაროდ გამომიცხადებია, შეიძლება შესვენებაზეც დავუძახო და მისი მიღწევები აღვნიშნო. ფინანსები არ გვაძლევს საშუალებას, თორემ დანამატიც გამიცია, ფინანსურადაც წამიხალისებია მასწავლებლები. სხვადასხვა ფორმას მივმართავ, თუ რისი საშუალებაც მაქვს. 

- როგორ აქცევთ სასწავლო პროცესს მოსწავლეებისთვის მოტივირებულ და ინტერაქტიულ სივრცედ?

- როდესაც რაღაცას აღწევს მოსწავლე, აუცილებლად შევდივარ კლასში, ვულოცავ, შემომყავს სამასწავლებლოში და მასწავლებლებიც ულოცავენ. მშობლის ნებართვა მაქვს, რომ გავასაჯაროოთ მათი მიღწევები და სკოლის გვერდზეც ვაქვეყნებთ. 

- როგორ აღიქვამთ ტექნოლოგიების როლს სწავლა-სწავლების პროცესში?

- აქტიურად ვიყენებთ გაკვეთილზე ტელეფონს, როგორც რესურსს. საკლასო ოთახებში არ გვაქვს ინტერნეტი და გარკვეული მასალა მოსაძებნია, დასამტკიცებელია, დასადასტურებელია. რაც წიგნებში არ მომწონს, ბავშვებს დამუშავებულ მასალას ვაძლევ, მე ბიოლოგი ვარ და ბიოლოგიის წიგნი ფაქტობრივად ტელეფონში აქვთ ბავშვებს, მაგრამ დავალების შესრულების დროს არ მიყვარს მზა ინფორმაციის გამოყენება. სახლში დავალებას იშვიათად ვაძლევ, ძირითადად ვმუშაობთ კლასში და კლასშივე განვიხილავთ, ვმსჯელობთ. მე პირადად არ ვიყენებ ხელოვნურ ინტელექტს და მაქსიმალურად ვცდილობ დავალების შესრულების დროს მოსწავლეება არ მიმართონ. მირჩევნია ერთი წინადადება დამიწეროს, მაგრამ მისი გაკეთებული იყოს. სახლში არ ვაძლევთ, ზოგადად, საშინაო დავალებას, ჩვენ კლასში ვმუშაობთ. ტექნოლოგიებს ზოგადად აქტიურად ვიყენებთ, მაგრამ დავალების შესრულების დროს - არა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება