სიახლეები
პიროვნება

„ჩემი მთავარი მისია, როგორც სკოლის ხელმძღვანელის, არის მოსწავლის უსაფრთხოება, ყველაზე ფართო გაგებით“ - ჯვარის N4 სკოლის დირექტორი გერონტი გოგოხია
14-08-2025
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N4 საჯარო სკოლის დირექტორი გერონტი გოგოხია მოსწავლეთა ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებს და მათთვის უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფს, სადაც თითოეულის აზრი პატივსაცემია. 

„ჩემი დანიშნულება, როგორც სკოლის ხელმძღვანელის, ასე მესმის: მთავარი მისია მაინც არის მოსწავლის უსაფრთხოება, ყველაზე ფართო გაგებით. მიმაჩნია, რომ ჩვენი სკოლა ამ მხრივ გამორჩეულია და მაქსიმალურად დაცულია მათი ინტერესები. მიმაჩნია, ეს ყველაზე მწვავე გამოწვევაა დღეს სკოლებში...“,- აღნიშნავს დირექტორი და დასძენს, რომ მოსწავლე უნდა გრძნობდეს, სკოლაში სწორედ ის არის მთავარი. 

თანამშრომლობა, გულწრფელობა და ურთიერთპატივისცემა ჯვარის N4 საჯარო სკოლის სასწავლო პროცესის ფუნდამენტია. „ბავშვი სიცრუეს ადვილად ამოიცნობს, ამიტომ მასწავლებელი გულღია უნდა იყოს“, - ამბობს სკოლის ხელმძღვანელი.

დირექტორისთვის პედაგოგის პროფესია გამორჩეულია და განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს: „მოწოდებით უნდა იყო მასწავლებელი, გიყვარდეს სკოლა და ბავშვები“,- ხაზგასმით აღნიშნავს ის.

გერონტი გოგოხიას კარიერა 90-იან წლებში, აფხაზეთში, ოჩამჩირეში დაიწყო. ოდესღაც, თავადვე აქტიური მოსწავლე - ბავშვებთან ურთიერთობისას საკუთარ გამოცდილებას იშველიებს: „ცელქი ბავშვი ვიყავი და ხშირად ვიხსენებ ჩემი მოსწავლეობის პერიოდს - ეს მეხმარება ბავშვებთან ურთიერთობაში“, - ამბობს დირექტორი და მომავალი თაობების განათლებას დიდი პასუხისმგებლობით, ერთგულად ემსახურება. 

როგორ ემზადება ახალი სასწავლო წლისთვის? რას ურჩევდა ახალგაზრდა პედაგოგებს? როგორ ეხმარება პედაგოგებს პროფესიულ განვითარებაში?- ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე etaloni.ge-ს კითხვებს ქალაქ ჯვარის N4 საჯარო სკოლის დირექტორი გერონტი გოგოხია პასუხობს. 

- როგორ ემზადებით სასწავლო წლის დასაწყისისთვის? როგორ ხვდებით პირველკლასელებს? გაქვთ ტრადიციები ან სპეციალური მეთოდები ადაპტაციისთვის?

- ვცდილობთ, სწავლის პირველ დღეს მოსწავლეთა განწყობაზე განსაკუთრებულად ვიზრუნოთ და საზეიმოდ დავხვდეთ, ვუსმენთ ჰიმნს, ვესალმებით, ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას და ა.შ. ვახვედრებთ მოწერსიგებულ და რესურსებით აღჭურვილ საკლასო ოთახებს. 

- რას აქცევთ ყურადღებას მოსწავლეებთან პირველი შეხვედრებისას?

- რამდენად ეტყობათ კმაყოფილება, რამდენად უხარიათ -  განწყობა მეტყველებს ბევრ რამეზე. ვცდილობთ, დავახვედროთ კეთილგანწყობილი გარემო.

- რას ურჩევდით ახალგაზრდა პედაგოგებს, ვინც ახლა იწყებს მუშაობას სკოლაში? რას უნდა მიაქციონ ყურადღება მოსწავლეებთან და მშობლებთან ურთიერთობაში?

- მათი ხედვები პროგრესული უნდა იყოს. ბავშვებთან თანამშრომლობა აუცილებელია. მათ უნდა იგრძნონ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ისინი არიან. ყურადღების, სკოლის ცენტრში უნდა იყოს მოსწავლე - ისინი ამას უნდა გრძნობდნენ. 

- რა უნარებს ან თვისებებს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვნად პედაგოგის საქმიანობაში?

- თავისი საქმის პროფესიონალი უნდა იყოს. ასე ვთქვათ, მოწოდებით მასწავლებელი უნდა იყოს. სკოლის, ბავშვის სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია. პედაგოგობა გამორჩეული პროფესიაა, ძალიან სათუთი საქმე - პირველ რიგში ამის შეგრძნება უნდა ჰქონდეს მასწავლებელს. უნდა იცოდეს, რომ ძალისმიერი მეთოდით ვერაფერს მიაღწევს. თანამშრომლობა, კომუნიკაბელურობა ასევე მნიშვნელოვანია. მშობლებიც უნდა იყვნენ სასწავლო პროცესში ჩართულნი. მასწავლებელმა სასწავლო პროცესში მონაწილეობის მნიშვნელობაც უნდა დაანახოს მშობლებს და წაახალისოს, ინტერესი გაუჩინოს. 

- როგორ ცდილობთ მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას?

- დაწყებით კლასებში ვიმუშავთ პროექტზე - G-PriEd, ​დაწყებითების მასწავლებლებს ძალიან გამოადგათ, მათთვის ხელმისაწვდომი იყო დამატებითი სასწავლო მრავალფეროვანი რესურსები. პედაგოგები დღემდე კმაყოფილები არიან. რა თქმა უნდა, მათი პროფესიონალიზმი და შემოქმედებითი უნარებიც აღსანიშნავია.

ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრა უნდა შეეძლოს პედაგოგს. მოსწავლის ხასიათი, ტემპერამენტი - ყველაფერი განსაზღვრავს მის უნარებს. შეიძლება ბავშვი გენიოსი იყოს, მაგრამ საკუთარი ტემპი სჭირდებოდეს. ეს უნდა დაინახოს, დააკვირდეს და წინასწარ დაადგინოს საჭიროებები. 

- როგორ იქმნება ურთიერთნდობა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის?

- ბავშვთან უნდა იყო გულღია, არ უნდა მოატყუო. ტყუილში უცბად გამოგიჭერს ბავშვი. არ უნდა იყო ყალბი, რადგან ბავშვი ყველაზე კარგად გრძნობს ამას. ბუნებისგან აქვთ ეს, ალბათ, და შეუძლიათ სიცრუე ადვილად ამოიცნონ.

- როგორ უნდა მოახერხოს დამწყებმა პედაგოგმა თავისი როლის ჩამოყალიბება კლასში? რა იყო თქვენთვის ყველაზე დიდი სირთულე მასწავლებლად მუშაობის დასაწყისში და როგორ გაუმკლავდით

- მე წინა საუკუნეში დავიწყე სკოლაში მუშაობა, დაახლოებით 1991 წელს აფხაზეთში, ოჩამჩირეში. ბავშვებთან ურთიერთობის კუთხით ჩემი მოსწავლეობის პერიოდის გახსენება დამეხმარა. ცოტა ცელქი ვიყავი, ბავშვობის გამოცდილება დამეხმარა, საკითხს ჩავღრმავებოდი, გამეანალიზებინა მასწავლებლის შეცდომები. ბავშვების უმრავლესობა სიცელქისკენ არის მიდრეკილი, ეს უნდა გაითვალსიწინოს მასწავლებელმა, ყოველთვის უნდა იზრუნოს ბავშვის მოტივაციაზე, არ უნდა ჰქონდეს ზერელე დამოკიდებულება, მოსწავლის ონავრობის გამო არ უნდა შეიქმნას ცუდი მოლოდინები, პირიქით, ბავშვი უნდა წაახალისოს. 

- როგორ ამზადებთ გუნდს ახალი სასწავლო წლისთვის?

- სექტემბრიდან ვიკრიბებით და მერე უფრო დავკონკრეტდებით, მაგრამ ძირითადი მონახაზი გვაქვს. ყველამ თავისი ინდივიდუალური გეგმა უნდა წარადგინოს, კლასის ხელმძღვანელმა, საგნის მასწავლებელმა და შემდეგ უკვე ჩავშლით გეგმებს.

- როგორ ეხმარებით დამწყებ პედაგოგებს პროფესიულად განვითარებაში?

- ახალბედა მასწავლებელი წელს არ მყავს. ზოგადად, ტრენინგებში იღებენ მონაწილეობას. ვცდილობ, მუდმივი განვითარების პროცესში ვიყოთ. ძალიან საინტერესო თემები იყო, მაგალითად, მშობლების ჩართულობა სასწავლო პროცესში, მოტივაციის გაზრდა, ახლაც გრძელდება, სამი შეხვედრა დაგვრჩა. ბევრი რამ მოგვცა.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

„ჩატარდება ქართულის მართლწერის ტრენინგები... განახლდება სახელმწიფო ენის ნორმები“ - სტრატეგია 

ბაღის პერსონალის დამატებითი 3 ვალდებულება - ეთიკის ნორმებში ცვლილება შევიდა

მაგისტრანტობის მსურველთა სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყო

მასწავლებელთა საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყო - გასაჩივრება 50 ლარი ღირს

სკალირებული ქულების გამოქვეყნების ვადას NAEC ასახელებს

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეები კი ჩემთვის პატარა მეგობრები არიან, მიყვარს მათთან ურთიერთობა, ვცდილობ გვერდში დავუდგე და ხელი შევუწყო

 

„მოსწავლეები ჩემთვის პატარა მეგობრები არიან. ვცდილობ, გვერდში დავუდგე, ხელი შევუწყო

 

 

„ნონა გამოირჩევა არა მხოლოდ განსაკუთრებული ნიჭიერებით, არამედ აგრეთვე პასუხისმგებლობის გრძნობით“
 
საინტერესო

განვითარებული კოგნიტური შესაძლებლობები, ემოციური არასტაბილურობა - მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორია მკარი დედების გავლენა ბავშვებზე 

ათასობით მასწავლებელი „ფსიქოლოგიური აშლილობის“ გამო შვებულებას იღებს - იაპონიაში პრობლემა წლიდან წლამდე იზრდება

 

შვებულება ათასობით მასწავლებლისთვის  - „ფსიქოლოგიურ აშლილობას“ პედაგოგები იაპონიაში უჩივიან

სიახლეები
საზოგადოება