სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„რაც უფრო გულღია ურთიერთობა აქვთ მოსწავლე-მასწავლებელს, მით მეტია მოტივაცია“- სეფიეთის საჯარო სკოლის დირექტორი პაატა რურუა
15-08-2025
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის დირექტორი პაატა რურუა მომავალი თაობის განათლების სადარაჯოზე მედგრად დგას. 

მრავალწლიანი გამოცდილება ეხმარება ქვეყანას ღირსეული ახალგაზრდები აღუზარდოს. ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მასწავლებლობა მხოლოდ პროფესია არ არის – ეს არის მოწოდება, საქმის სიყვარული და დიდი პასუხისმგებლობა. მისი თქმით, ეს პროფესია უნდა აირჩიონ მხოლოდ მათ ვისაც ბავშვები და საკუთარი საქმე გულწრფელად უყვარს. „ერთია კვალიფიკაცია და მეორეა - ბავშვების სიყვარული, მათთან ურთიერთობა. ჯერ უნდა შეამოწმონ საკუთარი თავი - ფსიქოლოგიურად მზად არიან თუ არა მასწავლებლობისთვის“,- ამბობს ის. 

მისი ხედვით, ყველაზე ეფექტური მიდგომა მოსწავლეთა მოტივაციისთვის ბავშვებთან ახლო ურთიერთობაა, საყვარელი პედაგოგის გაკვეთილზე კი მოსწავლეები ხალისით შევლენ. 

როგორ ემზადება ახალი სასწავლო წლისთვის? რას ურჩევს ახალგაზრდა პედაგოგებს? როგორ ეხმარება დამწყებ მასწავლებლებს პროფესიულად განვითარებაში? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე etaloni.ge-ს კითხვებს სეფიეთის საჯარო სკოლის დირექტორი პაატა რურუა პასუხობს. 

- როგორ ემზადებით სასწავლო წლის დასაწყისისთვის? როგორ ხვდებით პირველკლასელებს? გაქვთ ტრადიციები ან სპეციალური მეთოდები ადაპტაციისთვის? 

- ახლა ავტორიზაციის პროცესს გავდივართ. აქტიურად ვემზადებით ახალი სასწავლო წლისთვის. ახალი ფორმები გვექნება. ცვლილებები შევიტანეთ სტრატეგიულ გეგმაშიც, ყოველწლიურ სამოქმედო გეგმაშიც, ახალ რეალობას ვერგებით...

- რას ურჩევდით ახალგაზრდა პედაგოგს, ვინც ახლა იწყებს მუშაობას სკოლაში? მოსწავლეებთან და მშობლებთან ურთიერთობაში?

- არავითარ შემთხვევაში მასწავლებლობა არ უნდა დაიწყონ თუკი ბავშვები, სკოლა და თავიანთი საქმე არ უყვართ. ერთი არის კვალიფიკაცია და მეორეა ბავშვების სიყვარული, მათთან ურთიერთობა. ვურჩევდი, რომ ჯერ გადაამოწმონ საკუთარი თავი, ფსიქოლოგიურად მზად არიან თუ არა...

- რა უნარებს ან თვისებებს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვანად პედაგოგის საქმიანობაში? როგორ მოახერხოს დამწყებმა პედაგოგმა თავისი როლის ჩამოყალიბება კლასში?

- დამწყებ პედაგოგს უკვე არჩეული აქვს ეს პროფესია, მისი არჩევანია, ამიტომ ის უკვე ჩამოყალიბებულია საკუთარ შესაძლებლობებში, შეხედულებებში და დარწმუნებულიც უნდა იყოს. კარგი იქნება თუ გამოცდილი პედაგოგების რჩევას გაიზიარებენ და აიღებენ კარგ მაგალითს საკუთარი მასწავლებლებისგან, რომეთაც თავის დროზე იდეალურებად თვლიდნენ. ეს, ალბათ, საერთო საზომია მასწავლებლობის.

- რა იყო თქვენთვის ყველაზე დიდი სირთულე მასწავლებლად მუშაობის დასაწყისში და როგორ გაუმკლავდით?

- მრავალი წელია პედაგოგი ვარ, მართალი გითხრათ, ის პერიოდი ნაკლებად მახოვს. სირთულეები ყოველთვის იყო, რა თქმა უნდა, ახალ სქემებზე გადაწყობა, მაგრამ მტკივნეული არ ყოფილა, რაც მთავარია. 

- რა პრინციპებით ხელმძღვანელობთ ახალი პედაგოგების შერჩევისას?

- მთავარი არის პროფესიონალიზმი, რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმი და კიდევ პროფესიონალიზმი.

- როგორ ამზადებთ გუნდს ახალი სასწავლო წლისთვის?

- მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უკვე მზად გვაქვს, ფაქტობრივად. კოლექტივი განახლებულია. ახალგაზრდა კოლექტივია.

- როგორ ეხმარებით დამწყებ პედაგოგებს პროფესიულად განვითარებაში?

- კათედრებზე მუშაობენ მასწავლებლებთან. ათასი მეთოდია, რითაც შეგვიძლია პროფესიულად დავუახლოვდეთ და გავზარდოთ ჩვენი პედაგოგები.

- რა არის თქვენი გამოცდილებით ყველაზე ეფექტური მიდგომა მოსწავლეთა და მასწავლებელთა მოტივაციისთვის? როგორ აქცევთ სასწავლო პროცესს მოსწავლეებისთვის მოტივირებულ და ინტერაქტიულ სივრცედ? 

- რაც უფრო ახლო და გულღია ურთიერთობა ექნებათ, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, მით მეტია მოტივაცია, უფრო გამართული, შედეგიანი იქნება სასწავლო პროცესიც. მოსწავლეებსაც გაკვეთილზე მეტი ხალისით შევლენ. 

- როგორ ცდილობთ მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას? 

- პირველ რიგში, უნდა იყოს გათვალისწინებული მოსწავლეთა შესაძლებლობები და იქიდან გამომდინარე იწერება სასწავლო გეგმები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება