სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ნდობა გულწრფელი დამოკიდებულებით ყალიბდება“ - ონტოფოს საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ესიავა
15-08-2025
-
+


აკადემიკოს ვარლამ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოს საჯარო სკოლის კედლებში, დირექტორი ეკა ესიავა ნდობასა და გულწრფელობაზე დამყარებულ ოჯახურ გარემოს ქმნის. 

დირექტორის თქმით, მოსწავლისა და მასწავლებელს შორის ურთიერთობა გულწრფელობით უნდა იწყებოდეს.

სკოლაში წელს ექვს პირველკლასელს ელოდებიან, რომელთაც მასწავლებლები თბილ და ოჯახურ გარემოს დაახვედრებენ - ამ ყველაფერს კი საკუთარი ხელით ქმნიან - კლასის გაფორმებითა და დიდი სიყვარულით. თუმცა, საზეიმო მიღება მხოლოდ დასაწყისია, მთავარი მიზანი კი მათთვის ხარისიხანი განათლების მიცემაა. 

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე etaloni.ge-ს კითხვებს ონტოფოს საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ესიავა პასუხობს. 

- როგორ ემზადებით სასწავლო წლის დასაწყისისთვის? როგორ ხვდებით პირველკლასელებს? გაქვთ ტრადიციები ან სპეციალური მეთოდები ადაპტაციისთვის? 

- საზეიმო მიღებას ვაწყობთ  და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას ღონისძიებით ვულოცავთ. 

- რას ურჩევდით ახალგაზრდა პედაგოგს, ვინც ახლა იწყებს მუშაობას სკოლაში? მოსწავლეებთან და მშობლებთან ურთიერთობაში? რა უნარებს ან თვისებებს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვანად პედაგოგის საქმიანობაში? 

- მნიშვნელოვანია მშობლის ნდობა, მხარდაჭერა მოიპოვოს. ნდობას კი ურთიერთთანამშრომლობით, მოსწავლის თანაგრძნობით, ემპათიით, ინტერესების, შესაძლებლობების გათვალისწინებით მოიპოვებს და საგნის სწავლებაც უფრო მარტივი და შედეგიანი იქნება. მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, აზრის მკაფიოდ გამოხატვის, ცოდნის გადმოცემის უნარი.

- როგორ უნდა მოახერხოს დამწყებმა პედაგოგმა თავისი როლის ჩამოყალიბება კლასში?

- ბავშვების ახლოს გაცნობით, მათი ინდივიდუალური შესაძლებლობების დადგენით. ასეთი მიდგომით საგნისადმი, მასწავლებლისადმი ინტერესით ჩამოყალიბდება როლიც და ავტორიტეტიც.

-როგორ იქმნება ურთიერთნდობა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის?

- გულწრფელი დამოკიდებულებით, საინტერესოდ ჩამოყალიბებული აზრით, პროფესიონალური მიდგომით, მოსწავლეთა აზრის გათვალისწინებით, არჩევანის მიცემით.

- როგორ ცდილობთ მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას? 

- დიფერენცირებული სწავლების დახმარებით, ინტეგრირებული სწავლებით, მოსწავლეთა ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოყენებით. ყველა ინდივიდუალურია, სხვადასხვა შესაძლებლობები აქვთ და ცოდნის სხვადასხვანაირად მიწოდებით, მათი შესაძლებლობებისა და ინტერესის გათვალისწინებით, ინდივიდუალური სასწავლო გეგმითაც თუკი ამის აუცილებლობა არსებობს სკოლაში.

- რა პრინციპებით ხელმძღვანელობთ ახალი პედაგოგების შერჩევისას? 

- მნიშვნელოვანია იცოდეს ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი, ახალი მიდგომები, იყოს პროფესიონალი, ჰქონდეს ახლებური ხედვა, თანამედროვე მიდგომები. 

- როგორ ეხმარებით დამწყებ პედაგოგებს პროფესიულად განვითარებაში?

- ტრენინგების ჩატარებით, კათედრებზე ურთიერთობის გამოცდილების გაზიარებით პედაგოგებს შორის, დასწრებით, რჩევის მიცემით და ა.შ.

- როგორ ამზადებთ გუნდს ახალი სასწავლო წლისთვის?

- 6 პირველკლასელი გვყავს ამ ეტაპზე. ყველაფერს აკეთებს პირველი კლასის მასწავლებელი, რომ გაალამაზოს გარემო, რათა ბავშვებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდეს სკოლა. პირველ რიგში, გარემოს ექცევა ყურადღება და შემდეგ უკვე მნიშვნელოვანია ნდობაზე დამყარებული ურთიერთობებიჩამოყალიბდეს ბავშვსა და მოსწავლეს შორის. მნიშვნელოვანია ოჯახური, თბილი გარემო დახვდეთ და სწორედ ამისთვის ვემზადებით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება