სიახლეები
რჩევები

„დროის მენეჯმენტი - მარადიული პრობლემა მოზარდებში“ - რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვს დროის მართვა
20-12-2018
-
+


უფროსები ხშირად ვსაუბრობთ „დროის მენეჯმენტზე“ და ვცდილობთ დრო ისე ვმართოთ, რომ ის ნაყოფიერად გამოვიყენოთ - მცირე დროში ბევრი მოვასწროთ და დასვენებაც მოვახერხოთ. 

სპეციალისტების აზრით, ამ უნარის გამომუშავება ადამიანმა ადრეულ ასაკში უნდა დაიწყოს.

ალბათ, ყველა მასწავლებელს და მშობელს სმენია ბავშვისგან სიტყვები "ვერ მოვასწარი". ხშირად, ამას მოზარდის გონებრივ შესაძლებლობებს აბრალებენ და ფიქრობენ, რომ ყველა მოსწავლეს დავალების შესასრულებლად ინდივიდუალური დრო სჭირდება, თუმცა, ხშირ შემთხვევაში პრობლემა მხოლოდ ამაში არ მდგომარეობს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ დროის მართვის ფლობა ისევე აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, როგორც სიარული, მეტყველება და ა.შ. 
 
მოზარდებისთვის არსებობს კონკრეტული, აპრობირებული მეთოდები, რომლის საშუალებითაც ადვილად დაეხმარებით მათ გამოიმუშაონ დროის მართვის უნარი.

როგორც ცნობილია, შვიდ წლამდე ასაკის ბავშვები დროს ვერ გრძნობენ და მათთვის დამახასიათებელია დროის საკუთარი შეგრძნება. ეს ბავშვის აღქმის თავისებურებაა. დროის მენეჯმენტის გამომუშავების მიზნით, სპეციალისტები გვირჩევენ, ბავშვებს ვთხოვოთ დროის განსაზღვრულ მომენტში რაიმე დავალების შესრულება.

ზოგიერთი ფსიქოლოგის აზრით, თუ ოთხი წლის ბავშვს არა აქვს გამომუშავებული რეჟიმის დაცვის ჩვევა და აუცილებელი საქმეების თანმიმდევრული შესრულების უნარი, მათი ჩამოყალიბება შემდგომში საკმაოდ რთულია.

თინეიჯერობის ასაკში, მოზარდს უკვე უნდა შეეძლოს დაგეგმვა და პრიორიტეტების დალაგება. 

თუმცა, ამ უნარის გამომუშავებაში, პირველ რიგში, თქვენ უნდა დაეხმაროთ. შესთავაზეთ ბავშვს გარკვეული "ინსტრუმენტები", რაც მათ დროის კონტროლში დაეხმარება, იქნება ეს მაღვიძარა თუ სპეციალური კალენდარი. ასწავლეთ მას, რომ ნებისმიერი საქმის გაკეთება გაცილებით მარტივი ხდება, როცა გეგმა ფურცელზეა ჩამოწერილი და სხვადასხვა საქმის შესრულებას სწორედ ამ გეგმის მიხედვით ახერხებს.
 
ფსიქოლოგების აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ასწავლოთ ბავშვს არ გადადოს საქმე ხვალისთვის. 

უთხარით, რომ შესაძლოა დავალება თავიდან ჩანდეს დაუძლეველი ან  უსიამოვნო, მაგრამ არასოდეს გადადოს ის სხვა დღისთვის. მათი მოტივაციის გაზრდის მიზნით, მიზანშეწონილია მისი დასაჩუქრებაც კი, როცა ის დავალებას წარმატებით შეასრულებს.   
 
ყველა ამ რჩევის გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ პირველი მაგალითი სწორედ თქვენ ხართ და ბევრს სხვა ქცევასთან ერთად, სწორედ თქვენგან სწავლის ის დროის მენეჯმენტს. დაიმახსოვრეთ და ხშირად გაუმეორეთ საკუთარ თავს და თქვენს ბავშვს ლუციუს ანეუს სენეკას სიტყვები: "მართო საკუთარი თავი - ესაა ყველაზე მაღალი ძალაუფლება".

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

დისციპლინური სახდელი მასწავლებლებისთვის - რა ტიპის სახდელი შეიძლება დაუწესდეს საჯარო სკოლის პედაგოგს

ვის ეკრძალება მეორე სამსახურში მუშაობა და ეხებათ თუ არა კანონი პედაგოგებს

„ასისტენტებს სამარცხვინო ხელფასი გვაქვს... სკოლიდან დაბალი ანაზღაურების გამო წამოვედი...“ - სპეციალისტები პრობლემებზე საუბრობენ

პიროვნება
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე etaloni.ge-ს კითხვებს სამტრედიის N10 საჯარო სკოლის დირექტორი ხატია თევზაძე პასუხობს
 
 
 
მცირეკონტინგენტიან სკოლაში დირექტორი და მასწავლებლები ერთ გუნდად მუშაობენ, რათა ახალგაზრდებს მიცენ არა მხოლოდ ხარისიხანი ცოდნა, არამედ ღირსეულ მოქალაქეებად აღზარდონ
 
სკოლები
„თანამედროვე განათლების მიზანიც ეგ არის- მოსწავლეთა სოციალურ და  სამეურნეო საქმიანობაში ჩართულობა“
 

„ურთიერთანამშრომლობა და ცოდნის გაცვლა ჩემთვის მნიშვნელოვანია“

საინტერესო

განვითარებული კოგნიტური შესაძლებლობები, ემოციური არასტაბილურობა - მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორია მკარი დედების გავლენა ბავშვებზე 

ათასობით მასწავლებელი „ფსიქოლოგიური აშლილობის“ გამო შვებულებას იღებს - იაპონიაში პრობლემა წლიდან წლამდე იზრდება

 

შვებულება ათასობით მასწავლებლისთვის  - „ფსიქოლოგიურ აშლილობას“ პედაგოგები იაპონიაში უჩივიან

სიახლეები
საზოგადოება