სიახლეები


სახელმძღვანელოები, რომლებსაც გრიფი არ მიენიჭა - სია
15-08-2018
-
+


დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოების ნაწილს გრიფის მინიჭებაზე უარი ეთქვათ. შესაბამისი ბრძანება, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ მურღულია აწერს ხელს, დღეს გამოქვეყნდა.

იხილეთ სახელმძღვანელოები, რომლებსაც გრიფი არ მიენიჭა

შეგახსენებთ, რომ დაწყებითი კლასის ორ სახელმძღვანელოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გრიფი მოუხსნა. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე საგანი სახელმძღვანელოსა და გრიფის გარეშეა. 

სახელმძღვანელოების მხოლოდ ნაწილის გრიფირების გამო რომ არ წარმოიშვას არასწორი ვარაუდები, სამინისტრო განმარტავს, რომ რამდენიმე საგანში გრიფირებამ ვერ გამოავლინა საჭიროების შესაბამისი სახელმძღვანელოები:

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საგნებში „მე და საზოგადოება“ და „ჩემი საქართველო“ იყოს ძალიან მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები. ამიტომ ამ კუთხით მუშაობა გაგრძელდება. ელექტრონული სკოლის კონტექსტში ცხადი გახდა, რომ ისტ-ში წარმოდგენილი სახელმძღვანელოები კონცეპტუალურად შეუსაბამოა თანამედროვე მოთხოვნებთან, ამიტომ ამ მიმართულებით სამინისტრო განმეორებით კონკურსს გამოაცხადებს,“ - აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

დირექტორად არ დაინიშნება 65 წელზე უფროსი ასაკის პირი - ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგნის მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების აუცილებლობა და სწავლების მეთოდები - თამარ მახარაშვილმა დეტალებზე ისაუბრა

2026-2027 სასწავლო წელს 8 000-ით ნაკლები პირველკლასელი შევა სკოლაში - სამინისტროს ხარჯი 10 მილიონ ლარამდე შემცირდება, თვითმმართველობების გაიზრდება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას III, IV, VI, VII, IX კლასების მოსწავლეები შეუერთდნენ

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შესვენების დროს მთავარი წესი ტექნოლოგიებისგან სრული გამოთიშვაა

სიახლეები
საზოგადოება