| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ფაქტობრივად თანამდებობაზე დანიშვნისთანავე არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში მნიშვნელოვანი ხარვეზები იკვეთებოდა.
აღნიშნულ საკითხს უკვე სწავლობს სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სამინისტრო ყოველდღიურად იღებს ახალ ინფორმაციას ხარვეზების თაობაზე, საკითხის შესწავლის პროცესი ჯერ არ დასრულებულა.
„ხაზგასმით აღვნიშნავთ იმასაც, რომ სამინისტრო იქნება აბსოლუტურად ღია ყველა დაინტერესებულ მხარესთან და არცერთი კითხვა არ დარჩება პასუხგაუცემელი. ვაპირებთ შეხვედრას ყველა მხარესთან, მათ შორის გამომცემლებთან, რათა ობიექტური ინფორმაცია მათგან მივიღოთ. აქვე აღვნიშნავთ, რომ ახალ სასწავლო წელს, მოსწავლეები შინაარსობრივად და ტექნიკურად გაუმჯობესებულ ახალი სახელმძღვანელობით ისწავლიან,“ - განაცხადეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.
იხილეთ ასევე:
წინ კი უამრავი გეგმა, მიზანი და წარმატებაა
შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან
„გვინდა, აღვუდგინოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ის მდგომარეობა, რა მდგომარეობითაც შეიქმნა თავის დროზე“...
2026-2027 სასწავლო წელს 8 000-ით ნაკლები პირველკლასელი შევა სკოლაში - სამინისტროს ხარჯი 10 მილიონ ლარამდე შემცირდება, თვითმმართველობების გაიზრდება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს
წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას III, IV, VI, VII, IX კლასების მოსწავლეები შეუერთდნენ