სიახლეები
ყველაზე პოპულარული


eSchool-ის ბაზაში დოკუმენტების ატვირთვის ვადა შეიცვალა
13-06-2018
-
+


მასწავლებლებს eSchool-ის ბაზაში დოკუმენტების ატვირთვა 25 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ. შესაბამისი ბრძანება, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი აწერს ხელს, დღეს გამოქვეყნდა.

გარდა ამისა, ცვლილება შევიდა კიდევ ერთ ბრძანებაში. ცვლილების მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასწავლებლის შეფასების შედეგების, მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის შესახებ წინადადებების, აგრეთვე მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის შენარჩუნებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების ელექტრონულ სისტემაში განთავსების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 26 ივნისიდან 2018 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებლებს eSchool-ის ბაზაში დოკუმენტების ატვირთვა 15 ივნისის ჩათვლით შეეძლოთ. როგორც Etaloni.ge წერდა, მასწავლებელთა ნაწილი უკმაყოფილებას გამოხატავდა, რომ 15 ივნისისთვის ვერ ესწრებოდა დოკუმენტების ატვირთვა. ისინი კონკრეტულ მიზეზებზე საუბრობდნენ.

ცნობისთვის, გასულ წელს eSchool-ის ბაზაში დოკუმენტების ატვირთვის ვადა ორჯერ შეიცვალა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, თავიდან მასწავლებლებს eSchool-ში დოკუმენტების ატვირთვის ვადა 25 ივნისის ჩათვლით გაუხანგრძლივდათ შემდეგ კი - 30 ივნისის ჩათვლით.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება