სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ტანადობა“ - ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, საინტერესო პრეზენტაციები გამართეს 
29-02-2024
-
+


მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებისთვის კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა ძალიან საინტერესო და ინფორმაციული პროცესია. 

ამჯერად, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიის გაკვეთილზე, პედაგოგ მზია აბაშიძის ხელმძღვანელობით, შეასრულეს კომპლექსური დავალება, თემაზე - „ტანადობა“. 

„მოზარდებს ხშირად უწევთ მძიმე ჩანთის ტარება, რაც ტანადობის დარღვევის სხვადასხვა ფორმას იწვევს“, - ამ პრობლემით დაინტერესებული მოსწვალეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ სამუშაო პროცესში. 

მოსწავლეები გაეცნენ სამეცნიერო ლიტერატურას, ჩაატარეს ანონიმური გამოკითხვა თანატოლებში და მათი ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოამზადეს პრეზენტაციები PowerPoint-ში, შემდეგ საკითხებზე: „ტანადობა“, „ბრტყელტერფიანობა“ და „ჯანსაღი ცხოვრება“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ალეკო ბიბინიძემ თავის პრეზენტაციაში - „ტანადობა“, ისაუბრა ხერხემლის ნადრეკების სწორად განვითარების მნიშვნელობაზე. ნორმალური ტანადობის დარღვევის სხვადასხვა მიზეზზე. სქოლიოზე, პათოლოგიურ ლორდოზსა და პათოლოგიურ კიფოზზე, მათი განვითარების მიზეზებზე და მკურნალობის გზებზე. გასცა რჩევები როგორ ავიცილოთ თავიდან ხერხემლის დარღვევები. ნადრეკების სწორად განვითარება ბავშვებში, ტერფის სწორად განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესი წინაპირობაა ხერხემლის ჯამრთელობისთვის.

ლიზი ქაროსანიძემ, პრეზენტაციაში - „ბრტყელტერფიანობა“, განიხილა თუ რა არის ბრტყელტერფიანობა, როგორ ამოვიცნოთ, რამ შეიძლება გამოიწვიოს, რა შედეგები და შეზღუდვები აქვთ ბრტყელტერფიან ადამიანებს. ურჩია ბავშვებს, რომ არ ჩაიცვან მოჭერილი და სრულიად უქუსლო ფეხსაცმელი,  ატარონ სუპინატორიანი ფეხსაცმელი, ხშირად ისეირნონ ბალახზე მდინარისა და ზღვის კენჭებზე და აკეთონ ვარჯიშები ბრტყელტერფიანობის თავიდან ასაცილებლად.

ანასტასია ფუტკარაძემ კი, პრეზენტაციაში - „ჯანსაღი ცხოვრება“, ისაუბრა თუ რა არის ჯანსაღი ცხოვრების წესი: სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა, ძილის კარგი რეჟიმი, პირადი ჰიგიენა მავნე ჩვევების არქონა, აქტიური სოციალური ცხოვრება და სხვა. „ჯანსაღი ცხოვრების წესისას ფიტნესი თქვენი განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს, რაც გააკონტროლებს თქვენს წონას, გააუმჯობესებს ძილის რეჟიმს, ხელს შეუშლის ხერხემლის გამრუდებასა და ბრტყელტერფიანობას, ზოგადად კი გაახანგრძლივებს თქვენს სიცოცხლეს“,- აღნიშნა მან. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება