სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ტესტირების განრიგი საგნების მიხედვით ცნობილია - NAEC დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
29-02-2024
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2023-2024  სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური 8 მარტს დაიწყება. ტესტირება (გარდა გერმანული ენისა) ჩატარდება ქ. თბილისის N122 საჯარო სკოლაში (მისამართი: ქ. თბილისი, ქავთარაძის ქუჩა №42). დეტალური ინფორმაცია მითითებული იქნება მოსაწვევზე, რომელსაც მოგაწვდით სკოლის ადმინისტრაცია. 
 
I სესიაზე  რეგისტრაცია  - 09:30 საათზე, ხოლო ტესტირება 10:00 საათზე დაიწყება. II სესიაზე რეგისტრაციის დროა 14:30 საათი; ტესტირება 15:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაციის დროს მან უნდა წარმოადგინოს სკოლის მიერ გაცემული მოსაწვევი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, პასპორტი ან ფოტოსურათიანი ცნობა, რომელსაც გასცემს სკოლის ადმინისტრაცია. 
 
დეტალური განრიგი: 
 
8 მარტი 
I სესია 
ქართული ენა და ლიტერატურა (10-11-12 კლასები);
ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეთათვის 10-11-12 კლასები).
 
II სესია 
ბიოლოგია (10-11-12 კლასები);
რუსული ენა (10-11-12 კლასები).
 
10 მარტი 
I სესია
ქიმია (10-11-12 კლასები);
ინგლისური ენა (10-11-12 კლასები).
 
II სესია
გეოგრაფია (10-11-12 კლასები).
 
11 მარტი 
I სესია
ფიზიკა (10 კლასი);
ფიზიკა (11-12 კლასები);
ისტორია (10-11-12 კლასები).
 
II სესია
ფრანგული ენა (10-11-12 კლასები).
 
12 მარტი 
I სესია
მათემატიკა (10 კლასი);
მათემატიკა (11-12 კლასები).
 
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის დასკვნითი, მესამე ტურის ფარგლებში გერმანულ ენაში ტესტირება გოეთეს ინსტიტუტში (მის.: საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, ზანდუკელის ქ. N16) 17 მარტს ჩატარდება. რეგისტრაცია დაიწყება 08:30 საათზე, ტესტირება კი 09:00 საათზე. ოლიმპიადას გერმანულ ენაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დახმარებით  გოეთეს ინსტიტუტი ატარებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ბმულს. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება