სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, საოჯახო ფოტოალბომები შექმნეს 
01-03-2024
-
+


ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატში“ კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მოსწავლეები დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან, მათთვის შემოქმედებითი პროდუქტის შექმნა მეტად საინტერესო და სახალისოა. 

ახლახან, სკოლა „ორნატის“ მე-7 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს კომპლექსური დავალების - „Моя семья“, საინტერესო პრეზენტაცია.

მოსწავლეებმა დავალებაზე რუსული ენის შესწავლისას იმუშავეს და დაკისრებულ საქმეს წარმატებით გაართვეს თავი.

მოსწავლეებმა შექმნეს საოჯახო ფოტოალბომები და უცხოურ ენაზე საინტერესოდ ისაუბრეს საკუთარი ოჯახის წევრებზე. მათ დამსწრე საზოგადოებას გააცნეს თავიანთი ოჯახის ყველა წევრი.

პრეზენტაციისას ბავშვებმა გამოიყენეს ნასწავლი ლექსიკური მარაგი და გრამატიკული მასალა. დადებითი შეფასება მიიღო მოსწავლეთა ნამუშევრებმა და პრეზენტაციამ.

პრეზენტაციის ხელმძღვანელი გახლდათ რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მანანა ლაბაძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება