სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N118 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ვიქტორინით აღნიშნეს
28-02-2024
-
+


თბილისის N118 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის კონკურენტუანარიანი გარემოს შექმნასა და  შესაძლებლობების წარმოჩენის ხელშეწყობას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, 21 თებერვალს მშობლიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, III კლასის მოსწავლეებს შორის ვიქტორინა ჩატარდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება მიზნად ისახავდა, როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის შემოწმებას, ასევე წიგნიერების დონის ამაღლებას და სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობას.

კლასების დამრიგებლების - ნინო მოდრეკილაძისა და ნათია ბუჯიაშვილის თქმით, ვიქტორინის მიზანი იყო თანატოლი მოსწავლეების დამეგობრება. ვიქტორინის შედეგებს ჟიური აფასებდა, რომლის წევრებიც დირექტორი გიული შენგელია და მისი მოადგილეები: გიული ძირტკბილაშვილი და ელისო ღამბაშიძე იყვნენ.

ჩატარებული ღონისძიების შესახებ დაწვრილებით საუბრობს პედაგოგი ნინო მოდრეკილაძე 

„ვიქტორინის ჩატარება, რამდენიმე თვის წინ გადავწყვიტეთ. ღონისძიებამდე კი მოსწავლეებს კლასგარეშე ლიტერატურა უნდა წაეკითხათ. ვიქტორინა მოიცავდა შეკითხვებს როგორც კლასგარეშე ლიტერატურიდან, ასევე მათემატიკიდან და ქართული ენიდან. გარდა ამისა, მესამეკლასელებს საშუალება ჰქონდათ, წარმოეჩინათ შემოქმედებითი უნარები, ორივე კლასის მოსწავლეებმა წაკითხული წიგნის მიხედვით ილუსტრაციები შექმნეს და ნამუშევრები გამოფინეს. არც მუსიკის მოყვარულები დაგვრჩენია უყურადღებოდ, ვიქტორინის დასასრულს ბავშვებმა სხვადასხვა მელოდიიდან ნაწყვეტები მოისმინეს და მუსიკის გაკვეთილებზე შესწავლილი სიმღერები გამოიცნეს. კლასების ხელმძღვანელები შევთანდით, რომ ვიქტორინის მიზანი არ ყოფილიყო ბავშვებს შორის შეჯიბრება. ამიტომ ორივე კლასის თითოეულ გუნდს სერტიფიკატი სხვადასხვა დამსახურებისთვის გადაეცა. ზოგს კლასგარეშე ლიტერატურის კითხვისთვის, ზოგს-მათემატიკისთვის, ზოგს - ქართული ენის სიყვარულისთვის, ზოგს-საუკეთესო ილუსტრაციის შექმნისთვის და ზოგსაც-მუსიკის მიმართ გამოვლენილი ინტერესისთვის.

მშობელთა ჩართულობის მიზნით, თითოეულ კლასს 3 დახმარების უფლება ჰქონდა. საჭიროების შემთხვევაში გუნდს სწორი პასუხის გაცემაში რომელიმე მშობელი დაეხმარებოდა. საბოლოო ჯამში, ვიქტორინის შედეგად ბავშვებს სწავლისა და კლასგარეშე ლიტერატურის კითხვისადმი მოტივაცია აუმაღლდათ. ვეცადეთ, უკმაყოფილო არც ერთი მოსწავლე არ დარჩენილიყო”,- გვიამბობს III4 კლასის დამრიგებელი. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ბოლოს დირექციამ მოსწავლეებს სიტყვით მიმართა, კლასის ხელმძღვანელებს კი გაწეული შრისთვის მადლობა გადაუხადა. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები

მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეთა საყურადღებოდ - საბაზო განათლების ატესტატების გაცემა დაიწყო

გამოქვეყნდა ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული, იტალიური და ქართული ენის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები

საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო - რა ასაკის ბავშვებს მიიღებენ ბაღები

პიროვნება

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

კონფერენციის ფარგლებში პედაგოგებმა ერთმანეთს გაუზიარეს ის გამოცდილება, რომელიც ყოველდღიურ პრაქტიკაში უკვე წარმატებით გამოცადეს
 

„ჯეო სქაი“ იწყებს ინსტიტუციური განვითარების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება