სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„კითხვის საათი- საბავშვო მწერალთან ერთად“ - თბილისის N31 სკოლის პედაგოგ ნათია აბულაძის საინტერესო საავტორო პროექტი
01-03-2024
-
+


„კითხვის საათი - საბავშვო მწერალთან ერთად“ თბილისის N31 საჯარო სკოლის პედაგოგის - ნათია აბულაძის საავტორო პროექტია, რომელიც სრულიად საქართველოს მასშტაბით ტარდება და უამრავი სკოლა და ბაღია ჩართული.

წელს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, პროექტში ჩაერთნენ თბილისის N31 საჯარო სკოლის IIგ და IVგ კლასის მოსწავლეები, ასევე, 39-ე, 139-ე, 190-ე საჯარო სკოლები, N16 ბაგა-ბაღი, რუსთავის N10 და N15 საჯარო სკოლები.

„წიგნი უდიდესი საჩუქარია, რომელიც კაცთა მოდგმას ავტორმა უსახსოვრა, ხოლო მისი კითხვა მადლიერების გამოხატულებაა!“ - ამბობს ავტორი.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნაა ჩართული და 31 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. ამ დღესთან დაკავშირებით, ბაღებს, სკოლებსა და უნივერსიტეტებს სტუმრობენ პოეტები და მწერლები.

ღონისძიების მიზანია წიგნის პოპულარიზაცია და მკითხველისა და ავტორის დაახლოება. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი დიდ საქმეში, რომელსაც წიგნიერებაზე ზრუნვა ჰქვია. ამ დღეს მსოფლიო ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!

იხილეთ ფოტოები:

 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება