სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების მინისტრი პედაგოგებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართავს, მიაწოდონ რეკომენდაციები
26-02-2024
-
+


განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, მთავრობის სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლებულ დოკუმენტზე რამდენიმე განმარტება გააკეთა და პედაგოგებს, ექსპერტებს, მშობლებს მიმართა, მიაწოდოს სამინისტროს რეკომენდაციები საჯარო განხილვების დროს.

„პრემიერმა მთავრობაზე გამოიტანა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლებული პროექტი. ბოლო თვეების განმავლობაში ფართე ექსპერტული ჩართულობით დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა. 2004 წლის შემდგომ, ეს დოკუმენტი არ განახლებულა და აუცილებელიც იყო მისი გადახედვა.

ზგემ-ის პირველადი დოკუმენტი მზად არის - პრემიერმა საჯარო განხილვები დააანონსა

ეს არის დოკუმენტი, რომელიც პრაქტიკულად არის ზოგადი განათლების კონსტიტუცია და განსაზღვრავს იმ პოსტულატებს, როგორი ადამიანის გაზრდა გვინდა საქართველოში და ადგენს იმ პრინციპებს, რომელსაც სასკოლო განათლება უნდა დაეფუძნოს.

ვიწყებთ დოკუმენტის განხილვას ფართო საზოგადოებაში, რომელიც ეფუძნება მოსწავლეებში შემდეგი ღირებულებითი სისტემის ჩამოყალიბებას: 

• ეროვნული იდენტობის შენარჩუნება;

• ოჯახის, საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერება;

• სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ცოდნა;

• სახელმწიფოებრივი აზროვნება და პატრიოტიზმი;

• ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემა;

• მაღალი სამოქალაქო ცნობიერება, ტოლერანტობა და სამართლიანობა;

• თანამედროვე სამყაროში დამოუკიდებლად ცხოვრება და გაცნობიერებული გადაწყვეტილებების მიღება.

ეს ძირითადი პოსტულატებია, რომელიც არის მთავარი პრინციპები ეს პროექტი იქნება საჯარო და ყველა დაინტერესებულ ადამიანს - მშობლებს, პედაგოგებს, ექსპერტებს... ვთხოვთ, მოგვაწოდონ რეკომენდაციები და შემდეგ მთავრობას საბოლოო რედაქცია წარედგინება ამ პროექტის. აქედან გამომდინარე, ყველა სასკოლო სტანდარტი იქნება გადახედილი და ასევე სასკოლო სახელმძღვანელოებიც მოერგება ამ დოკუმენტს“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება