სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესის“ მოსწავლე ლაზარე ჩაჩუამ სასკოლო გაზეთისთვის საინტერესო სტატია მოამზადა
15-02-2024
-
+


ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესი“ ის საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც მოსწავლეთა წარმატებული მომავლისთვის ყველა საჭირო პირობაა შექმნილი.

სკოლაში არაფორმალური განათლების დეპარტამენტის ერთ-ერთი კლუბი სემესტრულ გაზეთს აწარმოებს. მოსწავლეებს კი საშუალება აქვთ, მათთვის საინტერესო თემებზე იმუშაონ, სტატიები დაწერონ და საზოგადოებას სასკოლო, სასწავლო ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები თუ პროცესები გაუზიარონ.

ერთ-ერთი სტატიის ავტორი მასწავლებელ სოფო ბოლქვაძის სადამრიგებლო - IX კლასის მოსწავლე ლაზარე ჩაჩუაა. როგორც „პროგრესში“ ამბობენ, მისი ჰობია ფეხბურთის თამაში, სამომავლოდ კი კომპიუტერული პროგრამირების ან კომპიუტერული ინჟინერიის შესწავლითაა დაინტერესებული. ლაზარეს სჯერა, რომ ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა.

მან სტატია მოლის საერთაშორისო დღის შესახებ დაწერა. 

„პროგრესში მოლისა და ქიმიის შესახებ ცოდნის გაღრმავება ისევე, როგორც თითოეული დღე, მხიარულ თამაშს ჰგავს. მოლის საერთაშორისო დღემ დაგვარწმუნა, რომ სწავლა შეიძლება მხიარული და გასართობი პროცესი იყოს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც გვერდით საოცარი პედაგოგები და მეგობრები გყავს“,- წერს ლაზარე ჩაჩუა. 

სტატიის რედაქტორები მარიამ მხეიძე, ანა თოფურიძე და ელინორ ო'ბრაიენი არიან. გაზეთი გამოიცა საუნივერსიტეტო მრჩევლის ქეთევან გორდეზიანის ორგანიზებით.
 
სტატიის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება