სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ერგეს საჯარო სკოლასა და უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
15-02-2024
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში აქტიურად ერთვება.

ამჯერად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლა იმ სკოლებს შორის შეირჩა, სადაც მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებისათვის სამართლის ტრენინგების ჩატარება და მათთვის მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხების სწავლება დაიგეგმა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბსუ) იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს - „აჭარის რეგიონში პრაქტიკული სამართლის და კონსტიტუციური მართლმსაჯულების სწავლების ხელშეწყობა“, რომლის ფარგლებშიც სამართალმცოდნეობის პროგრამაზე დაინერგა პრაქტიკული სამართლის (street law) კლინიკური სწავლება.

სწორედ, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დაიგეგმა იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის პროგრამის, ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტების აჭარის რეგიონის საჯარო სკოლებში, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებისათვის სამართლის ტრენინგების ჩატარება და მათთვის მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხების სწავლება.

შემდგომი თანამშრომლობისთვის კი 2023 წლის 17 ნოემბერს ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერათა ფაკულტეტსა და სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სტუდენტთა წყვილებმა პრაქტიკული სამართლის კლინიკის კოორდინატორის - ცირა კომახიძის მეთვალყურეობით, სკოლაში, ჩაატარეს სამართლებრივი ტრენინგები, ჯამში ჩატარდა 6 ტრენინგი, კერძოდ:

  • 1-ელი შეხვედრა: 20 ნოემბერი, 2023 წელი, თემა: კონსტიტუცია და დემოკრატია;
  • მე-2 შეხვედრა: 4 დეკემბერი, 2023 წელი, თემა: ადამიანის უფლებები;
  • მე-3 შეხვედრა: 8 დეკემბერი, 2023 წელი, თემა: სისხლის სამართალი, დანაშაულის და სასჯელის სახეები;
  • მე-4 შეხვედრა: 22 დეკემბერი, 2023 წელი, თემა: შრომის უფლებები;
  • მე-5 შეხვედრა, 18 იანვარი, 2024 წელი, თემა: ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები (სასამართლო სისტემა, სახალხო დამცველი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო);
  • მე-6 შეხვედრა, 13 თებერვალი, 2024 წელი, თემა: ბავშვის უფლებები და არასრულწლოვანთა ქორწინება.

პროექტში კონკურსის წესით შერჩეული სტუდენტები: მარიამ გათენაძე და ანრი თედორაძე მონაწილეობდნენ.

როგორც გვიყვებიან, აღნიშნული აქტივობის ჩასატარებლად სტუდენტებისპეციალურად მოამზადა ტრენერმა, კერძოდ: პროექტის დასაწყისში გაიარეს ინტენსიური ტრენინგი აუდიტორიაში სწავლების ჩასატარებლად, გარდა ამისა ტარდებოდა ყოველკვირეული სასემინარო შეხვედრები ტრენინგის თემის შერჩევის, გაკვეთილის გეგმის  შედგენის, საჩვენებელი ტრენინგის ჩატარების, წინა კვირას ჩატარებული ტრენინგის მიმოხილვა/შეფასების (დებრიფინგი) მიზნით.

„სტუდენტები ტრენინგებს ისეთი ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით ატარებდნენ, როგორიცაა ჯგუფური მუშაობა, კაზუსებზე მუშაობა, როლური თამაშები, დისკუსია და სხვა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

პროექტის მიზანია საზოგადოების, კერძოდ სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. პროექტი ასევე მიზნად ისახავს სტუდენტებისათვის თეორიული ცოდნის გაღრმავებას სამართლის სხვადასხვა დარგში და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება