სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დვაბზუს საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა
13-02-2024
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლაში, წიგნიერების დონის ამაღლებას მოსწავლეებში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

სწორედ ამიტომ, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას დვაბზუს საჯარო სკოლის კლუბი „საფიხვნო“ ტრადიციულად შეუერთდა.

ამჯერად, მოსწავლეებმა გოდერძი ჩოხელი გაიხსენეს და მისი ლექსები, მოთხრობები წაიკითხეს. მათ წაკითხულის შესახებ ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს და ისინი საინტერესოდ შეაფასეს.

ღონისძიების ორგანიზატორი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, კლუბ „საფიხვნოს“ კურატორი ნათელა ღლონტი გახლდათ.

ბავშვებმა აქტივობის მეშვეობით წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში თავიანთი წვლილი შეიტანეს.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა თავდაპირველად დაამუშავეს რთველთან დაკავშირებული ლექსიკური მარაგი

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში მშობლიური ქალაქის ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ღირსშესანიშნაობების მიმართ ინტერესის გაღვივება

ბავშვებმა დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით მიიღეს მონაწილეობა აქტივობებში

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება