სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

სტუდენტების საშუალო IQ-მ იკლო
10-02-2024
-
+


ინტელექტის შემფასებელი სტანდარტიზებული ტესტირების შედეგები 70-80 წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაეცა. თუ როგორ შეიცვალა უნივერსიტეტებისა და კოლეჯების სტუდენტების IQ კანადელმა მკვლევარებმა გაარკვიეს. კვლევა ჟურნალში - Frontiers in Psychology გამოქვეყნდა. 

კვლევა გულისხმობდა​ კოლეჯებისა და უნივერსიტეტების, ვექსლერის ინტელექტის სკალის დახმარებით გატესტილი სტუდენტების IQ-ის საშუალო ქულების მეტაანალიზს. აღმოჩნდა, რომ 1940–1950-იან წლებში სტუდენტების IQ-ის საშუალო დონე 115-დან 130 ქულამდე მერყეობდა. დღეს კი ბაკალავრების IQ დაახლოებით 102 ქულას შეადგენს და ამასთან, ყოველწლიურად დაახლოებით 0,2 ქულით მცირდება.

მართალია, სასწავლო დაწესებულებიდან გამომდინარე სტუდენტების IQ-ს დონე მნიშვნელოვნად განსხვავდება, მაგრამ, მეცნიერების აზრით, შედეგი ინტელექტის ტესტის საშუალო ქულების რეალურ შემცირებას აჩვენებს. მიზეზს კვლევის ავტორები შემდეგნაირად ხსნიან - მათი თქმით, 1930-იან წლებში მოსახლეობის მხოლოდ რამდენიმე პროცენტი სწავლობდა კოლეჯსა თუ უნივერსიტეტში. ქვეყნების უმეტესობაში, უმაღლეს განათლებას ან ელიტარული ოჯახების შვილები იღებდნენ ან გამორჩეული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდები. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების უნივერსიტეტებში საშუალო სკოლების კურსდამთავრებულთა თითქმის უმრავლესობა აბარებს. სასწავლო დაწესებულებების რაოდენობაც გაიზარდა, ამასთან, ყველა მათგანს მკაცრი შესარჩევი კონკურსი ნამდვილად არ აქვს. 

მკვლევარები თვლიან, რომ მათი ნაშრომი პრაქტიკული მნიშვნელობის მატარებელია. ის აჩვენებს, რომ სტუდენტები აღარ შეიძლება ჩაითვალონ თავიანთი თაობის ყველაზე ჭკვიან წარმომადგენლებად. რაც ნიშნავს, რომ კურიკულუმები და საგანმანათლებლო პროგრამები უნდა გადაიხედოს. გარდა ამისა, დამსაქმებლებს ეძლევეთ მტკიცებულება, რომ უმაღლესი განათლების მიღება სულაც არ არის დაკავშირებული ინტელექტის მაღალ დონესთან.

აქვე დავძენთ, რომ ვექსლერის IQ ტესტი - ინტელექტის 100%-ით ზუსტი შემფასებელი არ არის. ინსტრუმენტი პროფესიონალების სამართლიან კრიტიკას ექვემდებარება. ზოგიერთი მეცნიერის აზრით ის მოძველდა. თუმცა, დღესდღეისობით, არ არსებობს არც ერთი თანამედროვე და მოქმედი ტესტი, რომელიც ინტელექტის კომპლექსური გაზომვის საშუალებას მოგვცემდა.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება