სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

10 საახალწლო საჩუქარი, რომლის შეძენასაც მინიმალურ ფასში შეძლებთ
24-12-2023
-
+


რამდენიმე დღეში ახალი წელი შემობრძანდება და დროა დავიწყოთ ფიქრი, თუ რით გავახაროთ საყვარელი ადამიანები. ეს ჯადოსნური დღესასწაული ყველასთვის სურვილების ასრულებასთან და ახალ იმედებთან ასოცირდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია წელი შემართებითა და იმედებით აღსავსემ დავიწყოთ. ამისთვის, კი აუცილებელია როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების გახარება. 

თქვენი საყვარელი ადამიანების გახარება მარტივად შეგიძლიათ. ამისთვის საჭიროა ცოტა კრეატიულობა და მათი ხასიათის(ცოტა გემოვნების) ცნობა. 

ტოპ 10 საახალწლო საჩუქრების სია, რომლის შეძენაც მინიმალურ ფასად შეძლებთ, შემდეგნაირად გამოიყურება:

მუსიკალური ყუთი

ეს საჩუქარი განსაკუთრებით მუსიკის მოყვარულებსა და მეოცნებეებს გაახარებთ. მუსიკალური ყუთი მათ განწყობას აუმაღლებს და დადებით ემოციებს აღუძრავს.

ხის სამაგიდო სანათი

სამაგიდო სანათი ყველაფერთან ერთად პრაქტიკულიცაა და ამავდროულად ყველასთვის მოსახერხებელი.

სანათანი ნაძვის ხის გამოსახულებით

ეს საჩუქარი თქვენს საყვარელ ადამიანს განწყობას აუმაღლებს. ამ მარტივი და ორიგინალური საჩუქრით შეგიძლიათ როგორც დიდების, ასევე პატარების გახარება.

ფერადი ფანქრების კომპლექტი 

ფერადი ფანქრები განსაკუთრებით მისთვისაა, ვისაც კრეატიულობა და მრავალფეროვნება უყვარს.  

ღვინო სასურველი ეტიკეტით

თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამზადებინოთ ღვინო ეტიკეტით. ეს ორიგინალური საჩუქარი თქვენი საყვარელი ადამიანების გახარებაში დაგეხმარებათ.

ჭიქა თქვენთვის სასურველი ფოტოთი ან წარწერით

შეგიძლიათ ჭიქაზე გამოსახოთ ფოტო, ან უბრალოდ თქვენთვის სასურველი წარწერა. ეს სიმბოლური და ორიგინალური საჩუქარია.

მზარეულის კომპლექტი მათთვის, ვინც კულინარიითაა გატაცებული

კულინარიით გატაცებულებს ეს საჩუქარი განსაკუთრებით გაახარებთ. ამიტომ, ბევრი ფიქრის გარეშე შეგიძლიათ მზარეულის კომპლექტის ჩუქება მათთვის.

წყლის ბურთი

ეს ბევრისთვის საყვარელი საჩუქარია. სამახსოვროა და ყოველი შეხედვისას დადებით განწყობას ქმნის. ის ასოცირდება შობასთან, ახალ წელთან. უყვართ როგორც ბავშვებს, ასევე უფროსებსაც.

ჩანთა

თუ თქვენს მეგობარს, ოჯახის წევრს, ან უბრალოდ საყვარელ ადამიანს ჩანთები უყვარს, შეგიძლიათ ბევრი ფიქრის გარეშე არჩევანი მასზე გააკეთოთ.

ყურსასმენები

ყურსასმენები 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი ძალიან საჭირო ნივთია. მისი გამოყენება ყველას შეუძლია განურჩევლად სქესისა და ასაკის.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება