სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

წიგნების კითხვა გადამდებია? - ფიქოლოგთა მოსაზრებები
03-12-2023
-
+


ზოგიერთ ბავშვს განსაკუთრებულად უყვარს წიგნების კითხვა. თუმცა, როგორც ფსიქოლოგები და მეცნიერები ამტკიცებენ, წიგნების კითხვა შესაძლოა ყველას შევაყვაროთ, მათ შორის ისეთ ბავშვებსაც, რომელთათვისაც ეს ძალიან უსიამოვნო და უინტერესოა.

როგორც უცხოურმა არაერთმა კვლევამ ცხადჰყო, წიგნის კითხვა „გადამდებია“. საინტერესოა, რა იგულისხმება ამაში?

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ როდესაც ბავშვი ადრეული ასაკიდანვე ხედავს, რომ მის გარშემო ყველა კითხულობს და ახლის შემეცნებას ცდილობს, ის თავადაც ინტერესდება. თუმცა, არის გამონაკლისი შემთხვევებიც, როცა ყველაფრის მიუხედავად ბავშვებს კითხვის მიმართ ინტერესი არ უჩნდებათ.

ამ შემთხვევაში, მათივე თქმით, მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება:

აუხსენით ბავშვებს კითხვის მნიშვნელობა/ღირებულება

ბავშვებმა უნდა გაითავისონ თუ რა მნიშვნელობა აქვს წიგნების კითხვას. აუხსენით მათ, რომ წიგნები ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურებთ, რომ ბევრს შეიმეცნებენ და რაც მთავარია ეს მათ წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ. უთხარით, რომ თუ ბევრ წიგნს წაიკითხავენ სხვა სასკოლო საგნების სწავლა გაუმარტივდებათ, ექნებათ სიტყვების მარაგი, რაც აზრის ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ. აქვე გასათვალისწინებელია, ბავშვებში კითხვის მოტივაციის ამაღლება ადრეული ასაკიდან. 

შესთავაზეთ მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობები

მოაწყვეთ კითხვის საათი, შემდგომ კი ერთმანეთს გაუზიარეთ წაკითხული. ერთად განიხილეთ პერსონაჟები, დაახასიათეთ ისინი და გამოხატეთ საკუთარი მოსაზრებები მათ შესახებ. კითხეთ რა მოეწონათ და რა არა ამ ნაწარმოებში. აღნიშნული აქტივობა მათ ასევე აზრის ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

მოიყვანეთ საკუთარი მაგალითები

გაუზიარეთ მათ საკუთარი გამოცდილება. უთხარით, თუ რა გავლენა იქონია წიგნების კითხვამ თქვენს ცხოვრებაზე. აღნიშნეთ, რომ წიგნების კითხვამ სამყარო სხვანაირად დაგანახათ. ეს ბავშვების ინტერესს მეტად გააღვივებს.

მიეცით მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს კარგი მკითხველი

ბავშვები მაგალითს ძირითადად მშობლებისგან იღებენ. კვლევებმაც დაადასტურა, რომ ის ბავშვები, რომელთა მშობლებიც ბევრს კითხულობენ, უფრო დაინტერესებულები არიან წიგნებით. ამიტომ, მნიშვნელოვანია პირველ რიგში, ბავშვმა დაინახოს, რომ ოჯახში ბევრს კითხულობენ.

აქციეთ კითხვა რუტინად

​ყოველდღე
, თუნდაც 15 წუთი დაუთმეთ ბავშვებთან ერთად კითხვას. ეს შემდგომ მათ ჩვევაში გადაეზრდებათ და როცა გაიზრდებიან დამოუკიდებლად გააკეთებენ ამას.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება