სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აღმზრდელის თანაშემწემ ბავშვს ფეხი დაარტყა, თმა მოქაჩა და გადაათრია - თბილისის საჯარო ბაღში მომხდარ ფაქტზე გამოიძება დაწყებულია
24-11-2023
-
+


აღსაზრდელის მშობელი ამტკიცებს, რომ ბავშვზე საბავშვო ბაღში აღმზრდელის თანაშემწე ფიზიკურად ძალადობდა. იგი ირწმუნება, რომ საკუთრი თვალით ნახა ძალადობის ფაქტები: „კადრებში ჩანს, როგორ მოქაჩა აღმზრდელის თანაშემწემ ბავშვს თმა და „გადაათრია“, ხოლო მეორე კადრში - ბავშვი ზის და აღმზრდელის თანაშემწე მას ფეხს ურტყამს“, - აცხადებს მშობელი.

საუბარია თბილისის N164 საბავშვო ბაღზე და არსებული ინფორმაციით, აღმზრდელის თანაშემწე სამსახურიდან გათავისუფლებულია; ოღონდ როგორ მშობლები ამბობენ, დირექტორმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აღმზრდელის თანაშემწემ მის შვილიშვილზეც ფიზიკურად იძალადაო.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია; სოციალურ ქსელში კი მშობლის პოსტი გავრცელდა, რომელსაც ETALONI.GE გთავაზობთ:

„ეს რამ­დე­ნი­მე დღეა გო­ნე­ბა სრუ­ლი­ად არე­უ­ლი მაქვს, მი­ჭირს კონ­ცენ­ტრი­რე­ბა და ფიქ­რს გა­ვურ­ბი­ვარ. გაბ­რა­ზება და შიში თა­ნაბ­რად გა­მე­ფე­ბუ­ლა ფიქ­რის სამ­ყა­რო­ში და სრულ ქა­ოსს ქმნის. ყვე­ლა­ზე სუს­ტი და და­უც­ვე­ლი მა­შინ ვარ, როცა პრობ­ლე­მა შვილს ეხე­ბა და ახლა სწო­რედ ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ. სა­ჯა­რო ბაგა-ბა­ღის იმ ჯგუფ­ში, სა­დაც ჩემი პა­ტა­რა ლუ­სიც და­დის, ძი­ძე­ბი და აღ­მზრდე­ლე­ბი ბავ­შვებ­ზე ძა­ლა­დობ­დნენ. ორ­შა­ბა­თი­დან პა­რას­კე­ვამ­დე შვი­ლე­ბი მიგ­ვყავს სა­ჯა­რო ბაგა-ბა­ღის პა­ტა­რა ზო­მის ოთახ­ში, სა­დაც 40-მდე ბავ­შვია გა­მო­კე­ტი­ლი და ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ მათ კარ­გად მო­ექ­ცე­ვი­ან, ვი­მე­დოვ­ნებთ, რად­გან ეს სის­ტე­მა იმ­დე­ნად ჩა­კე­ტი­ლია, რომ მშობ­ლებს უამ­რა­ვი ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი ლა­ბი­რინ­თის გა­და­ლახ­ვა გვი­წევს, რათა მი­ვაღ­წი­ოთ ოთა­ხებ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ვი­დე­ო­სათ­ვალ­თვა­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბამ­დე და ხში­რად ამა­საც ვერ ვა­ხერ­ხებთ. ამი­ტომ ხში­რად მხო­ლოდ იმე­დი გვრჩე­ბა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ჯგუფ­ში, სა­დაც ჩემი შვი­ლი ლუსი და­დის, ბავ­შვე­ბის მი­მართ სის­ტე­მა­ტი­ურ ძა­ლა­დო­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი. ეს დღე­ე­ბია ვიხ­სე­ნებ ყვე­ლა ჩა­ლურ­ჯე­ბა­სა და და­ზი­ა­ნე­ბას, რაც ჩემს შვილს აღე­ნიშ­ნე­ბო­და და რა­ტომ­ღაც სი­ცელ­ქეს ვაბ­რა­ლებ­დი, ვიხ­სე­ნებ მის პრო­ტესტს ბაგა-ბა­ღის ჯგუფ­ში შეს­ვლა­ზე და პა­ნი­კურ ტი­რილს, როცა ვცდი­ლობ­დი ამეხ­სნა, რომ ბაღ­ში ყოფ­ნა კარ­გია. ვიხ­სე­ნებ მის ხა­სი­ა­თის ცვლი­ლე­ბას, სა­თა­მა­შო­ებ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას თა­მა­ში­სას და ვხვდე­ბი, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ გა­მო­მე­პა­რა. ძა­ლა­დო­ბის თემა გამ­ჟღავ­ნდა და ისიც იმი­ტომ, რომ იგი­ვე ჯგუფ­ში ამა­ვე ბა­ღის დი­რექ­ტო­რის შვი­ლიშ­ვილ­ზე იძა­ლა­და ძი­ძამ. მხო­ლოდ მა­შინ მო­ახ­დი­ნა „რე­ა­გი­რე­ბა“ ამ „ძა­ლა­დო­ბის ფაბ­რი­კის“ დი­რექ­ტორ­მა, როცა ეს ძა­ლა­დო­ბა მის შვი­ლიშ­ვილს შე­ე­ხო." რე­ა­გი­რე­ბა" მარ­თლა რე­ა­გი­რე­ბა არ გე­გო­ნოს, ძვირ­ფა­სო მკი­თხვე­ლო, დი­რექ­ტორს არ მი­უ­მარ­თავს ბაგა-ბა­ღე­ბის სა­ა­გენ­ტოს­თვის, პო­ლი­ცი­ის­თვის და არც მშობ­ლე­ბის­თვის უც­ნო­ბე­ბია. მო­ძა­ლა­დე ძიძა და­ი­ბა­რა და იძუ­ლე­ბით და­ა­წე­რი­ნა გან­ცხა­დე­ბა სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ. ჩვენ, მშობ­ლებ­მა სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით და მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ვი­გეთ სის­ტე­მა­ტი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ. მი­უ­ხე­და­ვად ჩემი დაბ­ნე­უ­ლი და არე­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, ერთი რაც მტკი­ცედ გა­დავ­წყვი­ტე, და­ი­სა­ჯოს ყვე­ლა!" - წერს მშო­ბე­ლი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება