| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის მე-8 კლასში, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვა მასწავლებელმა - თამარ დევდარიანმა და სკოლის სპორტის მასწავლებელმა - კარენ მამულიანმა ჩაატარეს.
გაკვეთილის თემა ეხებოდა სპორტს. თემიდან გამომდინარე გაკვეთილზე განხორციელდა, როგორც სახელმწიფო ენის სწავლებისას საჭირო და აუცილებელი აქტივობები, ისე სპორტული აქტივობები.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს ესწრებოდნენ სახელმწიფო ენისა და ესთეთიკური აღზრდის კათედრების წევრი მასწავლებლები.
სკოლაში, მსგავსი ტიპის და ღია საჩვენებელი ან სტანდარტული გაკვეთილები აქტიურად ტარდება, რომლებსაც სკოლის დირექციის, საგნობრივი კათედრების წევრები და სკოლის ხარისხის განვითარების ჯგუფის წევრების ესწრებიან.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოებას სკოლის დირექტორი - შორენა აკოფაშვილი წინსვლასა და წარმატებას უსურვებს.
„ძალიან დიდია ამ მიმართულებით სკოლის პედაგოგების გაწეული შრომა, რაზედაც სკოლის დირექცია, კიდევ ერთხელ, დიდ მადლობას უხდის ყველა პედაგოგს და უსურვებს წარმატებას პედაგოგიურ საქმიანობაში!“ - აღნიშნავს სკოლის დირექტორი.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“