| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში „შემოდგომის ზეიმი“ გაიმართა.
„შემოდგომის ყველა-ფერი“,- ეს იყო იმ ღონისძიების მთავარი გზავნილი, რომელიც მეორეკლასელებმა მოაწყვეს. როგორც სკოლაში ამბობენ, მათ შემოდგომასავით ფერადად, საინტერესოდ და დიდი მონდომებით წარმოაჩინეს თავიანთი შემოქმედება ლექსების, სიმღერებისა და ცეკვების სახით.
საინტერესო სანახაობისთვის კი დამსწრე საზოგადოების ტაში და შექება დაიმსახურეს. აღსანიშნავია, რომ ისინი ღონისძიების მიმდინარეობაში დამრიგებლის - იამზე ფანცულაიას ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.
„ბევრი ბედნიერი შემოდგომა გაგითენდეთ, ჩვენო ქართველებო - ასეთი იყო მათი დალოცვა ღონისძიების დასასრულს საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ. მე კი თქვენ გისურვებთ, ჩემო პატარებო, წელიწადის ყველა დრო თქვენი ნათელი მომავლის ყოფილიყოს“,- წერს კლასის ხელძღვანელი იამზე ფანცულაია.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“