| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში, 10 ოქტომბერს, მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.
არჩევნები ყველა წესისა და პროცედურის დაცვით წარიმართა. მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, თვითმმართველობის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს სკოლის ფუნქციონირებასა და მმართველობით საკითხებში მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას.
თვითმმართველობის თავმჯდომარედ მოსწავლეებმა მე-10 კლასელი დალი ქვაჩახია არიჩიეს.
სკოლაში ახალარჩეულ თვითმმართველობის თავმჯდომარეს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ და წარმატებულ საქმიანობას უსურვებენ, მის წინამორბედს კი მადლობას უხდიან.
„ჩვენ ველით დალისგან ძალიან საინტერესო ინიციატივებსა და აქტივობებს, წარმატებები! წინამორბედ ნიკოლოზ უბილავას, რომელიც იყო აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის 2022-2023 სასწავლო წლის თვითმმართველობის თავმჯდომარე სკოლის დირექცია და პედაგოგები დიდ მადლობას ვუხდით საინტერესო ინიციატივების და პროექტების განხორციელებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“
ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში
შეხვედრამ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობის წახალისებას სასკოლო ცხოვრებაში
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას