სიახლეები
ყველაზე პოპულარული
წიგნები

„მებრძოლთა კლუბი“ - წიგნი, რომელზეც ავტორმა საუბარი აგვიკრძალა
16-05-2018
-
+


ჩვენ დღეს ორი წესის დარღვევა მოგვიწევს, რადგან იმ წიგნზე უნდა ვისაუბროთ, რომელზეც ჩაკ პალანიკმა საუბარი აგვიკრძალა. 

წესი N1. არაფერი თქვათ მებრძოლთა კლუბის შესახებ

წესი N2. არაფერი თქვათ მებრძოლთა კლუბის შესახებ 

ყველაფერი ერთ არამშვენიერ დღეს დაიწყო, როდესაც პალანკიმა გადაწყვიტა დაეწერა რაღაც, რაც მისთვის დროის გასაყვანი ექსპერიმენტი, ხოლო მკითხველისთვის საინტერესო მოთხრობა უნდა ყოფილიყო. „უძილობა“ ასე ერქვა მინიმალისტურ „მებრძოლთა კლუბს“, რომელიც შემდეგ წიგნში მეექვსე თავად შევიდა. წიგნი 1996 წელს დაიბეჭდა და დაიწყო ბრძოლა საკუთარ თავთან, საკუთარ მე-სთან და ავტორთან. 

დავიწყოთ თავიდან... 

ვინაა წიგნის მთავარი პერსონაჟი? ჯო, ჯეკი თუ ის, ვისი სახელიც არ ვიცით? იქნებ ტაილერია ყველაფრის თავი და თავი? ეს რა თქმა უნდა ასეა, რადგან რომ არა ის, ჩვენი გმირი ისევ ერთ ჩვეულებრივ ტიპად დარჩებოდა. საკუთარი თავისგან გაქცევის მცდელობა ასეთი მტკივნეული ალბათ არასდროს ყოფილა, მაგრამ რა უნდა ქნა მაშინ, როდესაც არ ხარ ის, ვინც გინდა, რომ იყო? უნდა ჩამოაყალიბო „მებრძოლთა კლუბი“, შექმნა წესები და იბრძოლო ან ებრძოლო.

და მაინც, რა იყო ცუდი იმაში, რომ ყოველ შაბათ-კვირას ბარის სარდაფში იკრიბებოდნენ ვიღაცეები და საკუთარ თავს განტვირთვის საღამოს უწყობდნენ? ეს განტვირთვა მათთვის ჩვეულებრივი თერაპია იყო – საკუთარ თავთან ბრძოლის და შეცნობის გზა. და ეს გზა ყოველმა ჩვენგანმა არ გავიარეთ? თუ არადა, მომავალში აუცილებად მოგვიწევს მასთან პირისპირ შეხვედრა. 

„ვერც ერთი ლურჯსაყელოიანი ორეგონელი ვერ გამოიგონებს იმას, რაც მილიონობით ადამიანს უკვე არ გაუკეთებია“ – პალანიკი ამით იმას გვეუბნება, რომ ჩვენ ერთი ჩვეულებრივი ადამიანები ვართ. გვსურს იმაზე მეტი ვიყოთ, ვიდრე ვართ, მაგრამ ამის მისაღწევად მარტივ გზას ვირჩევთ. 

ეს გზა აირჩიეს კლუბის წევრებმაც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ისინი რეალურ პიროვნებებს ებრძოდნენ და არა გამოგონილ ადამიანს.

ზოგადად, თითოეულ ჩვენგანში ცხოვრობს სამი ტიპის ადამიანი: ბავშვი, მოზარდი და მშობელი. რაღაც გარკვეულ ასაკამდე ვართ თითოეული მათგანი და შემდეგ დავდივართ წრეზე ანუ ვუბრუნდებით საწყის პოზიციას. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ამაში განსაკუთრებული არაფერია. მაგრამ რა ხდება მაშინ როცა ეს ყველაფერი ირევა და გონებაში ჩნდება მეორე, მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ „მე-ები“? ამის შედეგად ჩვენ ვიცნობთ ტაილერ დერდენს და ხოლო მსოფლიომ აღმოაჩინა ბილი მილიგანი და მისი 24 გონება. რა რთულად ჟღერს არა? ტაილერისა და მთხრობელის ისტორიაში ვერ გავერკვიეთ ბოლომდე და ვიღაცას ერთდროულად 24 ადამიანი ეგონა თავი. 

და მაინც რაზეა „მებრძოლთა კლუბი“? ეს წიგნი იმის მაჩვენებელია თუ როგორ გროვდება ადამიანის აგრესია ნელ-ნელა, რა გავლენას ახდენს მასზე ყოველდღიურობა და სადამდე შეიძლება ამან მიგვიყვანოს. წიგნი ინდივიდუალიზმზეა, თითოეული ჩვენგანის პიროვნულობაზე და იმ წესებსა და სტანდარტებზე, რომლებიც უნდა დავარღვიოთ. წიგნი იმაზეა, რომ ჩვენ ადამიანები უნდა ვიყოთ და არა ცნობილი ჟურნალის ყდაზე გამოჭენებული რობოტები. პალანიკი ამას ამბობს, რომ ადამიანობა უფრო საინტერესოა, ვიდრე ცნობადობა ან პოპულარულობა, ამიტომ მოკვდით ადამიანებად. ამით ის შეიძლება ერთ ფრანგ, არაორდინალურ მწერალს შევადაროთ, ფრედერიკს, გვარად ბრეგბედერს. 

წიგნი მარტივად წასაკითხია. პალანიკის სტილი იმდენად საინტერესოა, რომ ბოლო ფურცლამდეც ინარჩუნებს ინტრიგას. არც დიდი ლიტერატურული ბექგრაუნდი სჭირდება, რომ გაიგო.

მთავარია იცოდე კითხვა და იყო ადამიანი, რომელიც მზადაა „მებრძოლთა კლუბში“ გასაწევრიანებლად.


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თანხის გადახდის ბოლო ვადა აპლიკანტებს დღეს, 5 ივნისის 18:00 საათამდე აქვთ - დეტალური ინფორმაცია

სკოლეში გამოცდები 24 ივნისამდე ჩატარდება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს VI, VII და VIII კლასების მოსწავლეებმა

ღონისძიების სულისჩამდგმელები კლასის დამრიგებელი არაქსია ხანჯიანი და მუსიკის მასწავლებელი აიდა ბანდიკიანი იყვნენ

სასკოლო საზოგადოებამ მოსწავლეებს დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცა

სკოლის დირექცია მუდმივად უწყობს ხელს პედაგოგების პროფესიულ ზრდას და  მოსწავლეების ჩართულობას სხვადასხვა აქტივობაში

საინტერესო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება