სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

„ონლაინ გაკვეთილებმა კალიგრაფიაზე უარყოფითი გავლენა იქონია“ - დირექტორები კალიგრაფიის მნიშვნელობის შესახებ საუბრობენ 
03-11-2023
-
+


კალიგრაფიასა და სუფთა წერის კულტურას სკოლებში რამდენიმე ათეული წლის წინ მნიშვნელოვანი ყურადღება ექცეოდა. ამისთვის გამოყოფილი იყო ცალკე საათები, სადაც პედაგოგები ლამაზად წერის უნარების გამომუშავებაში ბავშვებს ეხმარებოდნენ. თუმცა, 21-ე საუკუნეში მდგომარეობა ამ მხრივ შეიცვალა. სკოლებში სუფთად, ლამაზად წერაში მოსწავლეებს  ცალკე ქულას აღარ უწერენ და არც აკლებენ. საზოგადოებაში ამასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. ნაწილს მიაჩნია, რომ სუფთა წერის ტექნიკას ბავშვები აუცილებლად უნდა ეუფლებოდნენ და ამაში ქულაც უნდა იწერებოდეს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მთავარი აზროვნებაა და შინაარსის კარგად გადმოცემა. საინტერესოა, რას ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით სკოლის დირექტორები?

რა მდგომარეობაა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, რამდენად ექცევა ყურადღება მოსწავლეების კალიგრაფიას და უნდა იწერებოდეს თუ არა ქულა ამაში? - აღნიშნული კითხვებით etaloni-ge საჯარო სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა.


რუსუდან კაკალაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის, აჭის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ვფიქრობ, კალიგრაფიას სკოლებში ყურადღება უნდა მიექცეს. დავა ძირითადად ამასთან დაკავშირებით მაქვს, როცა ბავშვები ვერ წერენ გამართულად და ლამაზად. კარგი იქნება, თუ სუფთა წერის კულტურა დაბრუნდება სკოლაში. ბავშვმა უნდა წეროს სუფთად, ლამაზად. ქართული ანბანი თავის სახეს უნდა ჰგავდეს. სამწუხაროდ, მოსწავლეებში წერის კულტურა აღარ არსებობს. სულ ვესაუბრები, მათ, რომ გამართულად და გასაგებად წერონ. ჩვენს სკოლაში ამას დიდი მნიშვნელობა ენიჭება“.  

მანანა შამხალაშვილი, დავით გურამიშვილის სახელობის, მცხეთის მუნიციპალიტეტის, საგურამოს საჯარო სკოლის დირექტორი:

„ადრე სკოლებში დიდი ყურადღება ექცეოდა სუფთა წერას, რაც ძალიან მომწონდა. ახლა ამას ისეთი მნიშვნელობას აღარ ანიჭებენ. მე ძალიან მიყვარს ლამაზად, სუფთად წერა და გული მწყდება, რომ ეს კულტურა ნელ-ნელა ქრება. მივესალმები მის დაბრუნებას სკოლებში. აუცილებელია ჩვენც ვიზრუნოთ ამაზე და ჩავატაროთ კონკურსები, სხვადასხვა სახის აქტივობები, რათა ბავშვებს მოტივაცია მიეცეთ“.

დოდო ჩახუნაშვილი, ვანის მუნიციპალიტეტის, სულორის საჯარო სკოლის დირექტორი:

„მე მათემატიკოსი ვარ და კალიგრაფიას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ ზოგადად კარგი იქნება თუ ბავშვები ლამაზად წერას თავიდანვე მიეჩვევიან. ეს არ ნიშნავს, რომ ამაში ცალკე ქულა უნდა დაიწეროს და ცალკე შეფასდეს, რადგან ვფიქრობ, მაინც მნიშვნელოვანი შინაარსია. მთავარია შინაარსობრივად იყოს კარგად ჩამოყალიბებული მათი მოსაზრებები. აზროვნებას ვანიჭებ უპირატესობას“.

დოდო ხახუტაიშვილი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის დირექტორი:

„სამწუხაროდ, წერის კულტურა მოსწავლეებში ძალიან დაბალ დონეზეა. ონლაინ გაკვეთილებმა კალიგრაფიაზე საერთოდ უარყოფითი გავლენა იქონია. ბავშვები ლამაზად წერას გადაეჩვივნენ. ამიტომ, ძალიან გამიხარდება თუ წერის კულტურა სკოლებში დაბრუნდება და მას ისეთივე ყურადღებას მიაქცევენ როგორც ადრე. ვფიქრობ, ეს შეფასების ეს ერთ-ერთი კომპონენტი უნდა იყოს. უნდა იწერებოდეს ქულა სუფთა წერაში“.

ტარიელ ჯიჯიეშვილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, ღრმაღელის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენს სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა წერის  კულტურას. მასწავლებლები კალიგრაფიაში სხვადასხვა სახის კონკურსებს ხშირად ატარებენ, რომ ბავშვებმა წერის კულტურა გაიუმჯობესონ - უფრო დაკვირვებით მოხაზონ ასო-ბგერები“.

ნანა ქაფიანიძე, ტიციან ტაბიძის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის, სანავარდოს საჯარო სკოლის დირექტორი:

„მათემატიკის პედაგოგი ვარ და მნიშვნელოვან ყურადღებას არ ვაქცევ იმას თუ ვინ როგორ წერს. ჩემთვის ანალიტიკური აზროვნება და მსჯელობა უფრო მნიშვნელოვანია. ქართულის მასწავლებელი რომ ვიყო, ალბათ ვიტყოდი, რომ სუფთა წერა და ლამაზი კალიგრაფია აუცილებელია. ადრე სკოლებში ქართულის გაკვეთილებს მეტ დროს უთმობდნენ, რადგან ბავშვებს ლამაზად წერას აჩვევდნენ. ახლა ამას დიდად აღარ ექცევა ყურადღება და შედეგიც სახეზეა, ბავშვები ვერ წერენ. კომპიუტერს აქვს დიდი გავლენა ამაზე, ყველაფერს ბეჭდავენ და გადაეჩვივნენ წერას. ეს მდგომარეობა, რომ გამოსწორდეს აუცილებელია ქართულის მასწავლებლებს მოეთხოვოთ, მეტი ყურადღება მიაქციონ მოსწავლეთა კალიგრაფიას. ასევე ხშირად უნდა ჩატარდეს კონკურსები სუფთა წერაში, რომ მოტივაცია აუმაღლდეთ“.

ნატო ჩახუნაშვილი, ვანის მუნიციპალიტეტის, ციხესულორის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ლამაზად წერას მონდომება, ყურადღება და დაკვირვება უნდა. სასურველია თუ სკოლებში სუფთა წერის კულტურა დაბრუნდება. თუმცა, ცალკე ნიშანი არ უნდა იწერებოდეს ამაში. აუცილებელია ასევე წამახალისებელი აქტივობები, რომლებიც ბავშვებს მოტივაციას მისცემს სუფთად და ლამაზად წერონ.

ჩვენთან ძირითადად, მოსწავლეები დაწყებით კლასებში არიან მონდომებულები, რომ ლამაზად მოხაზონ ასო-ბგერები, თუმცა უფროსკლასელები ამას ყურადღებას არ აქცევენ“.

პლატონ ბურძგლა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ძალიან კარგი იქნება სკოლებში თუ წერის კულტურა დაბრუნდება. თუმცა, თუ ბავშვი ვერ ახერხებს ლამაზად წერას ამის გამო ქულა არ უნდა დააკლდეს. ასეთ დრო მოსწავლეებს უნდა დავეხმაროთ, რომ კალიგრაფია გამოასწორონ. ამაში ცალკე ქულის დაწერას არ მივესალმები. მათ სხვადასხვა სახის აქტივობები უნდა შევთავაზოთ წახალისებისთვის და არა ცალკე საკონტროლოები. ყველა ვერ შეძლებს ლამაზად წერას“.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
რესურსცენტრის უფროსობის მსურველებისთვის გასაუბრებები 13 მაისიდან დაიწყება - დეტალები
პასკის ცხობა წითელ პარასკევს დაუშვებელია - როდის მზადდება სააღდგომო ტკბილეული
დიდი ხუთშაბათი - საიდუმლო სერობის, ზიარებისა და მოწაფის მიერ მაცხოვრის გაცემის წინასწარმეტყველების დღე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მათ შეკითხვებს უპასუხეს, ცოდნა გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ერთ სივრცეში განლაგებული გუნდები წამყვანის გაჟღერებულ შეკითხვებს მონდომებით პასუხობდნენ
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს პედაგოგები საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღის შესახებაც ესაუბრნენ
ამ დღის მასშტაბურ აღნიშვნას დიდი სიამოვნებით შეუერთდა  ბერშუეთის საჯარო სკოლაში არსებული წიგნის კითხვის კლუბი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
სიახლეები
საზოგადოება