სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლები, ეტალონი

ცაგერში „ეტალონის გუნდური“ ჩემპიონატი მიმდინარეობს 
03-11-2023
-
+


„ეტალონის გუნდურ“ ჩემპიონატს ამჯერად ცაგერის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს. „ცაგერის ეტალონი გუნდის“ ტიტულისთვის, ცაგერის საჯარო სკოლაში, ერთმანეთს 10 სკოლის 50 მოსწავლე ეჯიბრება. 

ღონისძიებას ტრადიციულად ესწრებიან ადგილობრივი ხელისუფლების, რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები. შეჯიბრს კი „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. მოსწავლეებს გამამხნევებელი სიტყვით მიმართეს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანმა, მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსმა გოგი კვირიკაშვილმა და  ცაგერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმქ ირაკლი სილაგაძემ.

   

დამსწრეები „ეტალონის“ განახლებული ფორმატის მონაწილეებს გულშემატკივრობენ და ელიან გამარჯვებული სამეულის გამოვლენას. „ეტალონის გუნდური ჩემპიონატი“ ტექნოლოგიური სიახლეებითა და „ეტალონის“ ტრადიციული პრინციპებით მიმდინარეობს. 

ღონისძიების მსვლელობისას სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდებიან izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც. 


ღონისძიება მოსწავლეებისა და დამსწრე საზოგადოების აქტიური ჩართულობის ფონზე მიმდინარეობს. მონაწილე გუნდები ერთმანეთს საზრიანობასა და ერუდიციაში ეჯიბრებიან - კითხვები მოიცავს როგორც სასკოლო პროგრამას, აგრეთვე ე.წ. სააზროვნო ტიპის საკითხებს. გამარჯვებული გუნდი კი 20 კითხვის შედეგად, ყველაზე მაღალი ქულის მოპოვების პრინციპით გამოვლინდება. 

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში

თბილისში ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს - ზარალი 20 000 ლარს აღემატება

შეხვედრამ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობის წახალისებას სასკოლო ცხოვრებაში

გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენისა და შემოწმების ვადები იცვლება

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

ღონისძიებას ინგლისური ენის მასწავლებელი თეონა ფრუიძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც მოსწავლეები შვედი მწერლის ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურა

პროექტს ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - მაკა უჩაძე და ლალი მილორავა

სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის საჯარო სკოლა
 

სკოლის მე-3-დან მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეები აღუწერელი ენთუზიაზმითა და დიდი სიყვარულით შეუერთდნენ ამ ინიციატივას

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება