სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„შემოდგომის ბოლო ფერები“ - განძის №2 სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
18-11-2026
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის №2 საჯარო სკოლაში ხელოვნების გაკვეთილების ფარგლებში მოეწყო გამოფენა სახელწოდებით - „შემოდგომის ბოლო ფერები“, რომელიც ნამდვილ შემოქმედებით დღესასწაულად იქცა.

სკოლის მე-3-დან მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეები აღუწერელი ენთუზიაზმითა და დიდი სიყვარულით შეუერთდნენ ამ ინიციატივას - ფუნჯის მოსმით, ფანტაზიითა და ფერთა თამაშით ქაღალდზე გადმოსცეს შემოდგომის უკანასკნელი სიდიადე.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, წარმოდგენილი ნამუშევრები იმდენად ბევრი და მრავალფეროვანი იყო, რომ სკოლის კედლებმა ძლივს დაიტია ბავშვების შემოქმედების ეს უზარმაზარი სიმდიდრე.

„თითოეული ნახატი სუნთქავდა გულწრფელობით, სითბოთი და შემოდგომის განსაკუთრებული განწყობით, რამაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მოსწავლეთა შემოქმედებით პოტენციალსა და ხელოვნებისადმი დიდ სიყვარულს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა. 

მოსწავლეთა ხელოვნების მასწავლებელი ვ. თევანიანი გახლავთ, რომელიც მოსწავლეთა შემოქმედებით განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო 


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“

ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში

თბილისში ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს - ზარალი 20 000 ლარს აღემატება

შეხვედრამ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობის წახალისებას სასკოლო ცხოვრებაში

გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენისა და შემოწმების ვადები იცვლება

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
მოსწავლეებმა საკლასო ოთახში ღონისძიებით გააცოცხლეს იმერული შემოდგომა
 
პირველკლასელებმა მწვანე მომავლისკენ პირველი ნაბიჯი გადადგეს
 

სკოლაში მას გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და წარმატებას უსურვებენ ამ მნიშვნელოვან ასპარეზზე

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება