წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით დაიწყეს.
პედაგოგმა ალინა სარგსიანმა მოსწავლეთა მოტივაციაზე იზრუნა და მათ სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო თუ საზეიმო აქტივობები შესთავაზა.
პედაგოგმა პირველი ასო-ბგერის პრეზენტაცია ჩაატარა. პატარები მშობლიური ანბანის საწყისს დიდი ინტერესით გაეცნენ, აქტივობები ხალისით შეასრულეს და წინასაანბანო პერიოდში შეძენილი ცოდნაც წარმატებით წარმოაჩინეს.
წინ კი პატარებს კიდევ უფრო საინტერესო საგანმანათლებლო მოგზაურობა ელით.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:




















































