სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია ასწავლო, რომ მისი აზრი, მისი ჩართულობა მნიშვნელოვანია“ - ფოკის საჯარო სკოლის დირექტორი მოვსეს ალვანჯიანი
18-10-2023
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის საჯარო სკოლის დირექტორი მოვსეს ალვანჯიანი კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული პიროვნებაა. ის მუდამ ცდილობს, სიახლეებს გაეცნოს და ცოდნა გაიმდიდროს. მოსწავლეებსაც ამავეს ურჩევს, ბევრი იმეცადინონ, სამუშაო დაგეგმონ და ისწავლონ დროის სწორად განაწილება. ხელმძღვანელი ასევე ბავშვების მოტივაციის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს და ცდილობს, მათი ინტერესების გათვალისწინებით ჩაატაროს სხვადასხვა სახის აქტივობები. etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლის დირექტორი მოვსეს ალვანჯიანი პასუხობს.

- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი...
- მაქვს მოლოდინი, რომ პედაგოგები და მოსწავლეები წარმატებით  გაართმევენ თავს იმ გამოწვევებს, რომლებიც განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს ახლავს თან.

- მასწავლებლისთვის წარმატება არის...
- მისი მოსწავლის წარმატება - სკოლაში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში წარმატებით გამოიყენება. 

- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია...
- დაგეგმო გაკვეთილი მოსწავლის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, მისცე არჩევანის უფლება და რაც მთავარია, ასწავლო, რომ მისი აზრი, მისი ჩართულობა  მნიშვნელოვანია.

- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...
- ისწავლონ დროისა და სამუშაოს დაგეგმვა სკოლის ასაკშივე.

- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი...
- სასურველია, საშუალო საფეხურზე დაინერგოს  პროფილური  სწავლება. აქ ისევ მოსწავლეთა საჭიროებებზე ვფიქრობ. თუ მოსწავლე საშუალო საფეხურზე ისწავლის საგნებს, რომლებიც მისთვის საინტერესო და გამოსადეგია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომავალი პროფესიის დაუფლებისთვის, საჭირო საბაზისო ცოდნის მისაღებად, სწავლისადმი მოტივაცია გაეზრდება და სკოლაში საშუალო საფეხურზე არსებული დასწრების პრობლემაც მოგვარდება.

- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი...
- რომ ერთი, კარგი გაკვეთილის დაგეგმვას სჭირდება თითოეული მოსწავლის ინტერესის გათვალისწინება.

- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...
- მუდმივი ზრუნვა თვითგანვითარებაზე. ზოგადად, ადამიანები უნდა ვცდილობდეთ საკუთარი თავი შევიცნოთ და განვვითარდეთ, რომ გავხდეთ უკეთესი ადამიანები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება