სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია იყო საგნის მცოდნე და საინტერესო მეთოდებით წარმართო გაკვეთილი“ - კორხის სკოლის დირექტორი გალია ირიციანი
11-10-2023
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი საკუთარი საქმის პროფესიონალია. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიის სიყვარული და უწყვეტი განვითარება. მიაჩნია, რომ პედაგოგმა პირველ რიგში, საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს, ბავშვებს საგანი შეაყვაროს და დააინტერსოს. მოსწავლეებს ხშირად ურჩევს, იყვნენ ყურადღებიანები, მოწესრიგებულები და მონდომებულები. Etaloni-ge-ს ბლიც-ინტერვიუს დირექტორი გალია ირიციანი  პასუხობს.


- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი...
- ბევრი საინტერესო სიახლის, მოსწავლეებისთვის სასარგებლო, სასწავლო პროექტებისა და ღონისძიებების.

- მასწავლებლისთვის წარმატება არის...
- მასწავლებლის წარმატება არის წარმატებული მოსწავლე.

- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია...
- იყო კარგი პედაგოგი, საგნის მცოდნე. ახალი და საინტერესო მეთოდებით წარმართო საგაკვეთილო პროცესი.

- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...
- იყვნენ ყურადღებიანები, მომზადებულნი, მოწესრიგებულნი ყოველი ახალი დღისთვის.

- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი...
- ყველა სკოლაში კვალიფიციური კადრების არსებობა.

- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი რომ...
- შრომატევადი იქნებოდა მასწავლებლის პროფესია.

- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...
- საგნის მაღალ დონეზე ცოდნა, სიახლეების კვლევა, საკუთარ თავზე მუდმივად მუშაობა, კოლეგიალურობა პედაგოგებთან.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება