სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა, გაეცნო ინოვაციურ მიდგომებს და დანერგო საკუთარ პრაქტიკაში“ - მაიდნის სკოლის პედაგოგი ნინო მიქაძე
11-10-2023
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლის დაწყებითების პედაგოგი ნინო მიქაძე პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული პიროვნებაა. ის სხვადასხვა ტრენინგსა და კონფერენციას ხშირად ესწრება და ახალ ინოვაციურ მიდგომებს ეცნობა. მის მიმართ მოსწავლეები და კოლეგები დიდი სიყვარულით არიან გამსჭვალულნი. მათ, პედაგოგი ერთხმად წარადგინეს კანდიდატად „მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე“. პედაგოგი მიიჩნევს, რომ მოსწავლეს პირველ რიგში, მასწავლებელმა საკუთარი თავი უნდა შეაყვაროს, შემდეგ საგნის მნიშვნელობა და საჭიროება გააცნოს, რაც მას წარმატებას მოუტანს. Etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს პედაგოგი ნინო მიქაძე პასუხობს.


- მიმდინარე სასწავლო წელს...

- მოლოდინი მაღალი მაქვს, უფრო მოტივირებული ვარ, მინდა დავნერგო ინოვაციები და განვახორციელო საინტერესო პროექტები სასკოლო საზოგადოების ჩართულობით.

- მასწავლებლისთვის წარმატება არის...
- თითოეული მოსწავლის წარმატება, რასაც სიამოვნებით ჩავთვლიდი ჩემი პროფესიის მთავარ მიღწევად, „მასწავლებელი, რომელიც მოსწავლისგან არ სწავლობს, მასწავლებლად არ გამოდგება’’. (შარლოტა ვოლფი).

- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია...
- ჯერ შენი თავი შეაყვარო და მერე დაანახო საგნის აუცილებლობა, თუ რამდენად გამოადგება იგი ცხოვრებაში.

- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...
- იყვნენ გულწრფელები, დაიცვან საზოგადოებაში არსებული ფასეულობები, მოუსმინონ, გაუფრთხილდნენ და მოეფერონ ერთმანეთს.

- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი...
- სკოლებში საატესტატო გამოცდების დაბრუნებას.

- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი...
- თუ ასე ძლიერ შემიყვარებდნენ ბავშვები, განსაკუთრებულ ნდობასა, პატივისცემას დავიმსახურებდი არა მარტო მოსწავლეებში, არამედ სრულიად სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის და პედაგოგიური კოლექტივი ერთხმად წარმადგენდა კანდიდატად „მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე“.

- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...
- მუდმივად  მონაწილეობა მიიღო პროფესიული განვითარების აქტივობებში:  ესწრებოდე  ტრენინგებსა და კონფერენციებს, გაეცნო ინოვაციურ მიდგომებს და დანერგო საკუთარ პრაქტიკაში. ჩემი კრედოა - „თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასდროს შეწყვიტო სწავლა“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თუ მაშინ არა, ახლა ჩაირიცხებით (?!) - 7000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი 1800-მდე აბიტურიენტისთვის „იბრძოლებს“

მასშტაბური შემოწმებები საბავშვო ბაღებში - პერსონალის მზადყოფნა და სამზარეულოები 2 ათასამდე სააღმზრდელო დაწესებულებაში გაკონტროლდება

„ავტორი ვარ! არ იცით, როგორი ეროვნული მუხტია ისტორიის სახელმძღვანელოებში“

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება