სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა, გიყვარდეს საკუთარი საქმე და თითოეული მოსწავლე“ - ზემო ახალშენის საჯარო სკოლის მასწავლებელი ირმა კობალაძე
11-10-2023
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ახალშენის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლის - ირმა კობალაძისთვის მოსწავლეების სიყვარული უმთავრესია. პედაგოგის თქმით, სწორედ ეს განაპირობს შემდგომ მათ წარმატებას სწავლაში. ბავშვებს ყოველთვის ურჩევს, იყვნენ მიზანსწრაფულები, თავაზიანები და შეძლონ საკუთარი უფლებების დაცვა. თავადაც საკუთარ პროფესიაზე შეყვარებულია, რაც ეხმარება საქმის მონდომებით შესრულებაში. etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს პედაგოგი ირმა კობალაძე პასუხობს:

- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი...
- ჩვენი მოსწავლეები მიაღწევენ კიდევ უფრო მეტ წარმატებას.

- მასწავლებლისთვის წარმატება არის...
- წარმატებული მოსწავლეების ყოლა.

- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია...
- პირველ რიგში, უნდა უყვარდეს მასწავლებელი და საგაკვეთილო პროცესი, იყოს მრავალფეროვანი სხვადასხვა აქტივობებით.

- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...
- იყვნენ მიზანსწრაფულები, თავაზიანები და შეძლონ საკუთარი თავის დაცვა.

- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი...
- იყოს ყველა სკოლა ადაპტირებული და აღიჭურვოს ყველა საჭირო ტექნიკითა და რესურსით.

- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი რომ...
- ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამდენი მოსწავლის სითბოსა და სიყვარულს დავიმსახურებდი.

- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...
- გიყვარდეს საკუთარი პროფესია და გიყვარდეს თითოეული მოსწავლე.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება