სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მასწავლებლისთვის წარმატება არის წარმატებული მოსწავლე“ - თბილისის N107 საჯარო სკოლის პედაგოგი ქრისტინე ბართია
11-10-2023
-
+


თბილისის N107 საჯარო სკოლის პედაგოგი ქრისტინე ბართია თავისი საქმის პროფესიონალია. ის კარიერულ წინსვლაზე ყოველთვის ზრუნავს და თავის მოსწავლეებსაც ურჩევს, მუდამ განვითარდნენ და შეიყვარონ საქმე, რომელსაც აკეთებენ, თუ უნდათ წარმატებას მიაღწიონ. პედაგოგისთვის მნიშვნელოვანია ბავშვების სიყვარული, მათი საჭიროებების გათვალისწინება და თითოეული მათგანის პატივისცემა. etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლის პედაგოგი ქრისტინე ბართია პასუხობს.

- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი...
- რომ სიახლეებით სავსე, საინტერესო, აქტივობებით დატვირთული და მრავალფეროვანი სასწავლო წელი იქნება.

- მასწავლებლისთვის წარმატება არის...
- წარმატებული მოსწავლე.

- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია...
- პირველ რიგში, თავად გიყვარდეს საკუთარი საგანი. იყო პროფესიონალი, გქონდეს ცოდნის საინტერესოდ გადაცემის უნარი, ისაუბრო მარტივად მათთვის გასაგებ ენაზე, გაითვალისწინო მათი საჭიროებები, შესაძლებლობები, დაინახო მათში პოტენციალი და იზრუნო მის განვითარებაზე, პატივი სცე მათ პიროვნებას და არასოდეს განასხვავო ისინი.

- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...
- არ შეეშინდეთ შეცდომის დაშვების. სწამდეთ საკუთარი შესაძლებლობების და არ დაავიწყდეთ წარმატების მიღწევად ორი უმნიშვნელოვანესი პირობა - დისციპლინა და საქმის სიყვარული.

- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი...
- ვისურვებდი, სკოლებში იყოს მოსწავლეთა კვებით უზრუნველყოფა. შიმშილის გრძნობა პირდაპირ გავლენას ახდენს მოსწავლეთა დაბალ აკადემიურ შედეგებზე.

- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი რომ...
- შემეძლო მიმეღო და გამეცა ის წარმოუდგენელი სიყვარული, რაც მოსწავლესა და მასწავლებლის ურთიერთობაში იბადება.

- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...
​- სწავლა-ძიების უწყვეტი პროცესი, რაც მოითხოვს სიახლეებისადმი მუდმივ მზაობას, საქმის სიყვარულს და თავდადებულ შრომას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება