სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მუნიციპალურ სპორტულ თამაშებში წარმატებით იასპარეზეს
03-10-2023
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლა ევროპის სასკოლო სპორტის კვირეულს აქტიურად შეუერთდა. 

კვირეულის ფარგლებში გაიმართა მუნიციპალური თამაშები „მხიარულ სტარტებში“, სადაც ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები ორ გუნდად წარდგნენ (არგონავტები I, არგონავტები II) და ქუთაისის N15 და N33 საჯარო სკოლების გუნდებს შეეჯიბრნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, თამაშები მეტად საინტერესოდ წარიმართა, რასაც ხელს უწყობდა მშობლების გულშემატკივრობა.

ღონისძიების ბოლოს გამოვლინდნენ გამარჯვებულები სახეობების მიხედვით. ქუთაისის N40 საჯარო სკოლის გუნდმა ორ თამაშში გაიმარჯვა. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, N33 საჯარო სკოლას კი ბადალი არ ჰყავდა ბაგირის გადაძალვაში.

სპორტული კვირეული დასრულდა ნინოშვილის ბაღში გამართული სპორტული აქტივობებით, სადაც N40 სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს მძლეოსნურ გარბენში.

გამარჯვებული გუნდები და სპორტსმენები საპატიო სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებისთვის გუნდები სპორტის პედაგოგებმა: გულნარა ბზიკაძემ და ბესიკ ჯანელიძემ მოამზადეს.

სკოლაში დიდი სიამაყით აღნიშნავენ, რომ ღონისძიებაში მონაწილე ყველა მოსწავლე N40 საჯარო სკოლაში არსებული სპორტულ კლუბ - „არგონავტების“ წევრები არიან და დასძენენ, რომ კვირეულმა დიდი როლი ითამაშა მოსწავლეთა ფიზიკური თვისებების: ძალა, სისწრაფე, გამძლეობა, მოქნილობისა და სიმარჯვის განვითარებაში.

„მოსწავლეებმა ირწმუნეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ სპორტული აქტივობებითაა შესაძლებელი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„ვიწყებთ პროექტს რწმენით, რომ ზოგჯერ ერთმა შეხვედრამაც შეიძლება ადამიანის მომავალი შეცვალოს“

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეებში თანაგრძნობის, მზრუნველობისა და უფროსი თაობისადმი პატივისცემის გაღვიძება

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება