TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

7 შვილის დედა სტუდენტი გახდა - ის დაწყებითი განათლების მასწავლებლის პროფესიას დაეუფლება
07-09-2023
-
+


7 შვილის დედა და 2 შვილიშვილის ბებია - 45 წლის მეგი თათეშვილი, რომელმაც წელს 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა, უკვე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია.

„შეიძლება ითქვას, რომ წელს ჩემი ოჯახის 7 წევრი ისწავლის უნივერსიტეტში. ბევრისთვის გასაკვირია, მაგრამ მათგან ერთ-ერთი მე ვარ - სტუდენტი გავხდი - ეს კი ჩემი დიდი ხნის ოცნების ასრულებას ნიშნავს. სტუდენტი გახდა ჩემი ვაჟიც, გოგონამ კი მაგისტრატურაზე ჩააბარა. რა გითხრათ, ემოციებით სავსე წელია.

დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების მიმართულება ავირჩიე - იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოვხვდი, რომელიც ყველაზე მეტად მინდოდა. დატვირთული სამუშაო გრაფიკის პარალელურად, ჩემთვის სწავლა იოლი ნამდვილად არ ყოფილა. განსაკუთრებით ისტორიის გამოცდის მეშინოდა. ვღელავდი ქართულის გამოცდაზეც - ორივე საგნის მასწავლებელმა სრულიად უანგაროდ მამეცადინა. ვფიქრობ, ალღო კარგად ავუღე. ქართულის მასწავლებელს ზოგჯერ ეჭვიც კი ეპარებოდა, შვილები ხომ არ მიწერდნენ თემას. სკოლაში ყოველთვის კარგად ვსწავლობდი. როცა საფუძველი გაქვს, ეს ბევრს ნიშნავს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ვფიქრობ, მაინც ჩემი მოტივაცია იყო, რომელიც, საბედნიეროდ, ვერც ზოგიერთის ფრაზამ - „რა დროს შენი სწავლაა“ - ვერ ჩამიქრო.

თუ ადრე ცხოვრებას დუნედ მივუყვებოდი, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მივხვდი, რომ ჩემი ოჯახისთვის მე უნდა მიმეხედა. ამ ტრაგედიას, რა თქმა უნდა, მძიმე ემოციური ფონი და ჯანმრთელობის შესუსტება მოჰყვა. ყველაფერი დავძლიე - გასაჭირმა უფრო მებრძოლი და მიზანდასახული გამხადა. ჯერ მართვის მოწმობა ავიღე, შემდეგ კი ახალი მიზანი დავისახე - განათლების მიღება. მინდოდა ყველასთვის მეჩვენებინა, რომ ასაკის მიუხედავად, შეუძლებელი არაფერია - ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი და ახლა სხვებსაც ვურჩევ, არ დანებდნენ.

ყოველმხრივ მამხნევებდნენ ოჯახის წევრები, რომლებსაც სჯეროდათ ჩემი. სწავლაში ძალიან მიწყობდნენ ხელს ჩემი თანამშრომლებიც. გამოცდებმა მშვიდად ჩაიარა. ზოგს დამკვირვებელიც კი ვეგონე - იმ დღეებში არაერთი სახალისო ისტორია გადამხდა.

არ აქვს მნიშვნელობა შენს ასაკს და იმას, თუ რა დაბრკოლებები შეგხვდა - როცა გაგაჩნია პოტენციალი, შენი მომავალი თავად უნდა შექმნა. თქვენს გვერდზე ჩემ შესახებ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ რამდენიმემ მომწერა: „სხვებისთვის იმის თქმისაც კი მრცხვენოდა, რის გაკეთება მინდოდა.... ახლა კი მიზნად დავისახავ და თქვენსავით, აუცილებლად შევასრულებო“, - ასეთი არაერთი გამოხმაურება მხოლოდ მაბედნიერებს.

მინდა ყველას, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებს, რომლებიც მარტოხელა დედები, მეუღლეები არიან, ვუთხრა, რომ ცხოვრება გრძელდება და ჩვენ ვალდებულნი ვართ ვიბრძოლოთ ჩვენი და ჩვენი ოჯახების კეთილდღეობისთვის. ამის გაკეთება განათლების მიღების გარეშე უბრალოდ შეუძლებელია. არ აქვს მნიშვნელობა საზოგადოებრივ სტატუსს - განათლებული ადამიანი სხვანაირად ფიქრობს, მოქმედებს და აზროვნებს. მინდა, ყველას ვუსურვო წარმატება! არასდროს თქვან უარი საკუთარ ოცნებებზე და ყველაფერი გააკეთონ მათ ასახდენად!“

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

მსოფლიო ისტორიისა და ხელოვნების ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეებმა კაცობრიობის ყველაზე ამოუცნობ და საინტერესო ეპოქაში - პრეისტორიაში იმოგზაურეს

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება