TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სტუდენტთა საყურადღებოდ ინფორმაცია ვრცელდება - ყველა დეტალი 
07-09-2023
-
+


სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო-საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობაში მონაწილე სტუდენტების საყურადღებოდ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს. 

სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ორგანიზებული შიდა კონკურსების(სახელოვნებო შემოქმედებითი/სასპორტო ტური) შედეგები ცნობილია.

სახელოვნებო შემოქმედებითი/სასპორტო ტურის შედეგებისა და სარეიტინგო ქულების გაგების მიზნით, სტუდენტებმა შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უნდა მიმართონ.

მნიშვნელოვანია

სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო-საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხვისთვის, სტუდენტებს:

1. ჩაბარებული ჰქონდეთ დაწესებულების მიერ ორგანიზებული სახელოვნებო შემოქმედებითი/სასპორტო ტური;
2. მობილობის პორტალზე (students.emis.ge) დაფიქსირებული ჰქონდეთ შესაბამისი არჩევანი და გადახდილი უნდა ჰქონდეთ მობილობის საფასური;

სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობით ჩარიცხვა დამოკიდებულია დაწესებულების მიერ ორგანიზებულ შიდა კონკურსის (ტურების) შედეგებზე - გამოცხადებული თავისუფალი ადგილებისა და შიდა კონკურსში მიღებული სარეიტინგო ქულის გათვალისწინებით.
შეგახსენებთ:

მობილობის ელექტორნულ პორტალზე (students.emis.ge) სტუდენტთა რეგისტრაციები დასრულდება 7 სექტემბერს, 18:00 საათზე.

შესაბამისად, აღნიშნული ვადის დასრულებამდე, მობილობის პორტალზე შესაძლებელია ნებისმიერი ცვლილების (რედაქტირების) განხორციელება (პროგრამის შეცვლა, არჩეული პროგრამის წაშლა, ახლის დამატება და ა.შ.)

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

მსოფლიო ისტორიისა და ხელოვნების ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეებმა კაცობრიობის ყველაზე ამოუცნობ და საინტერესო ეპოქაში - პრეისტორიაში იმოგზაურეს

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება