სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წინსვლას და წარმატებებს ვუსურვებთ თითოეულ მათგანს“-  ივანდიდის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
04-09-2023
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლას ყოველთვის ჰყავდა წარმატებული მოსწავლეები, არც წლევანდელი წელი ყოფილა გამონაკლისი, სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას მათთვის სასურველ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მცირერიცხოვან მე-12 კლასში, ერთი ოქროს (საბა მარგიანი) და ორი ვერცხლის (ნინო შავრეშიანი და ჯიბილო ბენდელიანი) მედლის კანდიდატი ჰყავდათ.

აღსანიშნავია, რომ კლასში, მედალოსან მოსწავლეებთან ერთად, არანაკლებ წარმატებული და არაერთი მიღწევის მქონე მოსწავლეები ირიცხებოდნენ, რომლებმაც თავიანთი სათქმელი თქვეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და დასახულ მიზანს მიაღწიეს.

სკოლა კურსდამთავრებულებს - საბა მარგიანს, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ინგლისურენოვანი პროგრამის, კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით, 50%-იანი დაფინანსებით გააგრძელებს სწავლას;

50%-იანი გრანტის მფლობელ ლუკა ჩაკვეტაძეს, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტი გახდა;

ნინო შავრეშიანს, რომელიც უკვე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამართალის სტუდენტია; 

ჯიბილო ბენდელიანს, რომელიც აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის მიმართულებით ისწავლის;

ზურაბ ჯიბუხაიას, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნირებათა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამების (კომპიუტერული მეცნიერება) მიმართულებით ჩაირიცხა

და ბოლოს, ლუკა ჯიმშელეიშვილს, რომელიც აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მათემატიკის მიმართულებით ისწავლის - ულოცავს მიღწეულ წარმატებას და წინსვლას უსურვებს.

„წინსვლას და წარმატებებს ვუსურვებთ თითოეულ მათგანს. ქვეყნის და მშობლიური სკოლის ღირსეული სახელისა და დიდების მატარებელი მამულისშვილობას ვუსურვებთ! გვეამაყოს მათი მიღწევებით მათ აღმზრდელ პედაგოგებს!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება