სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გვიხარია, რომ ერთობლივი ძალისხმევით პატივი მივაგეთ მის სახელს“ - ნიგვზიანის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილ პედაგოგ ამბროსი აფხაზავას ვარსკვლავი გაუხსნეს
04-09-2023
-
+


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლაში, განსაკუთრებული პედაგოგიური ღვაწლისთვის, პედაგოგ - ამბროსი აფხაზავას ვარსკვლავი გაიხსნა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პედაგოგი თითქმის ნახევარი-საუკუნის განმავლობაში იყო ნიგვზიანის საჯარო სკოლის წამყვანი და იმ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი უძლიერესი მათემატიკის მასწავლებელი.

მისი მოსწავლეები გამოირჩეოდნენ საგნის სიღრმისეული ფლობით, დიდი წარმატებით აბარებდნენ უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ გამოცდას, საუკეთესო შედეგით გამოირჩეოდნენ სასკოლო ოლიმპიადებსა თუ ტურებში.

პედაგოგის მოსწავლეები, დღესაც მადლიერებითა და დიდი სიყვარულით იხსენებენ საუკეთესო მასწავლებელს, რომელსაც მათ წარმატებაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ პირველ სექტემბერს, ნიგვზიანის საჯარო სკოლაში გაიხსნა პედაგოგის - ამბროსი აფხაზავას სახელობის ვარსკვლავი და ამით საფუძველი ჩაეყარა შესანიშნავ ტრადიციას, რათა არ იყოს დავიწყებული იმ მასწავლებელთა ღვაწლი, რომლებიც განსაკუთრებული წარმატებითა და რეპუტაციით გამოირჩეოდნენ და ყველაფერი გააკეთეს მომავალი თაობის აღზრდა - განათლებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავის გახსნის ღონისძიებაზე, პედაგოგი კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მოიგონა მისმა ოჯახმა, მოსწავლეებმა, ადგილობრივი და რაიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სასკოლო საზოგადოებამ.

შეკრებილმა საზოგადოებამ გაიხსენა პედაგოგის ღვაწლი და მისი ცხოვრებისეული ეპიზოდები.

„მან არამარტო, საუკეთესო მასწავლებლის სახელი დატოვა, არამედ საუკეთესო ოჯახის თავი და წარმატებული შვილების აღმზრდელიც გახლდათ. აღსანიშნავია, რომ მისი მეუღლეც, ქალბატონი ჩიტოც, მათემატიკის მასწავლებელი იყო. მათ ჰქონდათ სანიმუშო ოჯახი და სამი სასახელო შვილი აღუზარდეს ქვეყანას - ქალბატონები: ლალი და ზოია და ბატონო ტარიელი.

გვიხარია, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძელით და, თუნდაც, მცირედი პატივი მივაგეთ მის სახელს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება