სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სამხედრო სამსახურში გაწვევა 21 აგვისტოდან იწყება - პრემიერის გადაწყვეტილება
14-08-2023
-
+


სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2023 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ დადგენილება გამოქვეყნდა, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

დოკუმენტის თანახმად, საშემოდგომო გაწვევა მიმდინარე წლის 21 აგვისტოდან დაიწყება და ეს იმ ფონზე, როდესაც აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ჯერ არი იციან.

„მოქალაქეთა 2023 წლის საშემოდგომო გაწვევა განხორციელდეს 2023 წლის 21 აგვისტოდან 2023 წლის 27 დეკემბრამდე; 18-იდან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ამ დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის (შემდგომში – თბილისის რაიონი) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში (შემდგომში – მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის/აფხაზეთის ავტონომიური     რესპუბლიკის  იძულებით  გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეული) რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით“, - აღნიშნულია დადგენილებაში.

განსაზღვრულია ადგილების მაქსიმალური რაოდენობაც:

თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა 1400, შინაგან საქმეთა სამინისტროში - 949, პენიტენციურ სამსახურში - 570, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში 225 იქნება.

დოკუმენტი სრულად იხილეთ ბმულზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება